top of page

Western Union-ი და რიპლის პარტნიორობა სინამდვილე ყოფილა !!!


Western Union-მა, მსოფლიოს უმსხვილესმა ფულის ტრანსფერის სერვისმა, გამოამჟღავნა, რომ ის ბლოკჩეინზე დაფუძნებული გადახდების გატარებას იწყებს რიპლით.

კომპანიის CFO-მ, რაჯ აგრავალმა, დაადასტურა ჭორად გავრცელებული პარტნიორობის ამბავი და განცხადა, რომ კომპანია ბლოკჩეინ ტრანზაქციების ეფექტურობას ტესტავდა.


მან ასევე განაცხადა, რომ ბლოკჩეინი მათთვის ჯერ კიდევ „ტესტირების ფაზაშია“ და მათი ფირმის 167 წლიან ბიზნესში დიდ ადგილს ნამდვილად არ იკავებს.


ამ ფაქტთან დაკავშირებით დეტალები ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ, როგორც ჩანს, Western Union-ი RippleNet-ს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, რიპლმა იანვარში განაცხადა, რომ ფულის ტრანსფერის ხუთი გლობალური სერვისიდან სამი რიპლის გამოყენებას გეგმავს 2018 წელს. ამ ამბავმა მაშინვე გამოიწვია იმის ვარაუდი, რომ Western Union-ი ერთ-ერთი ამ სამთაგანი იყო.


შეგახსენებთ, რომ რიპლმა უკვე გააფორმა ხელშეკრულება მსოფლიოს მეორე ყველაზე მსხვილს ფულის ტრანსფერის სერვისთან, MoneyGram-თან და შუა აღმოსავლეთის ყველაზე მსხვილ სერვისთან, UAE exchange-თან.


წყარო: ccn.com

bottom of page