top of page

რიპლმა კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა !!



რიპლმა საუდის არაბეთის მონეტარულ ხელისუფლებასთან (SAMA) ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რათა შეექმნა სატესტო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს ადგილობრივ ბანკებს, განახორციელონ მომენტალური გადარიცხვები საზღვარგარეთ.


სატესტო პროგრამა ბანკებს საშუალებას მისცემს, იურთიერთონ რიპლის xCurrent-ით, ბლოკჩეინ პროგრამით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით თვალყურს ადევნებს და მომენტალურად აწარმოებს გადახდებს. ეს პროგრამა პირველია, რომელსაც ცენტრალური ბანკი უშვებს. სხვა დაინტერესებული საუდის ბანკები პროგრამის მენეჯმენტსა და ტრეინინგებსაც გაივლიან.


„მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალური ბანკები ნელ-ნელა ბლოკჩეინ ტექნოლოგიისკენ იხრებიან საზღვარგარეთული გადარიცხვებისთვის, რასაც შედეგად ვაჭრობის დაბალი ბარიერები მოაქვს კორპორაციებისთვისაც და მომხმარებლებისთვისაც“ - განაცხადა დილიპ რაომ, რიპლის ინოვაციების ინფრასტრუქტურის თავმჯდომარემ.


SAMA-ს მიერ xCurrent-ის გამოყენების შემთხვევას პოტენციალი გააჩნია, რევოლუცია მოახდინოს ფულის გლობალურ გადარიცხვებში, რაც მომხმარებლებს სწრაფ, იაფ და უფრო გამჭირვალე მომსახურებას შესთავაზებს.


წყარო: ccn.com; arabianbusiness.com

bottom of page