top of page

ევროპის ცენტრალური ბანკი - „ბიტკოინის რეგულირება ჩვენი საქმე არ არის“



ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ვიდეო კამპანიაში #AskDraghi, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს ჰქონდათ საშუალება სხვადასხვა კითხვები დაესვათ ECB-ის პრეზიდენტის - მარიო დრაგისთვის, უამრავი კითხვა ეხებოდა ბიტკოინის რეგულირებას. შეგახსენებთ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) ევროკავშირის უმაღლესი საბანკო მარეგულირებელია.


მარიო დრაგის თქმით ბიტკოინის რეგულირება ევროპის ცენტრალური ბანკის პასუხისმგებლობა არ არის.

ასევე, ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა იმას, თუ რამდენად რეკომენდირებულია ბიტკოინის შესყიდვა, რაზეც დრაგის პასუხი იყო, რომ საჭიროა კარგად დაფიქრება სანამ ამას გააკეთებთ, რადგან „თუ ევროს ღირებულება სტაბილურია, ბიტკოინის ფასი ძალიან მერყევია, ამიტომ მას ვალუტად არ განვიხილავ. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ევროს სტაბილურობას უზრუნველყოფს ევროპის ცენტრალური ბანკი, აშშ დოლარისას ფედერალური სარეზერვო ფონდი და ასევე სხვა ვალუტებისას მათი ქვეყნების ცენტრალური (ეროვნული) ბანკები, ხოლო ბიტკოინის შემთხვევაში არ არსებობს ამ სტაბილურობის არანაირი გარანტი“


ასევე შეგახსენებთ, რომ 2017 წლის სექტემბერში მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ევროპის ცენტრალურ ბანკს არ შეუძლია აკონტროლოს კრიპტოვალუტები, ხოლო ნოემბერში, მისი თქმით, კრიპტოვალუტებს მსოფლიო ეკონომიკაზე ზეგავლენა არ აქვთ.


ამას გარდა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც ის დეტალურად ხსნის ბიტკოინის რაობასა და მასთან დაკავშირებულ ისეთ რისკებს, როგორიცაა ტრანზაქციების სისწრაფე და საკომისიოები და რაც მთავარია, იურიდიული უსაფრთხოების არ არსებობა თაღლითობის ან ჰაკერული შეტევის შემთხვევაში.


როგორც ჩანს, ევროპის ცენტრალური ბანკი ინარუნებს კონსერვატიულ მიდგომებს და არ გეგმავს კრიპტოვალუტების რეგულირებაზე მუშაობას, როგორც ამას სხვადასხვა ქვეყნები აკეთებენ.


წყარო: coindesk.com

bottom of page