top of page

ავსტრალიის უმსხვილესმა ბანკმა კრიპტოვალუტების საკრედიტო ბარათით ყიდვა აკრძალა



კრიპტოვალუტებზე რეგულაციების ნაკლებობისა და ფასების მაღალი მერყეობის გამო, ავსტრალიის Commonwealth Bank-მა (CBA) კრიპტოვალუტების საკრედიტო ბარათებით შესყიდვა აკრძალა. ეს წესი გავრცელდება ავსტრალიის ქალაქ პერთში დაფუძნებულ ბანკზე, Bankwest-ზეც, ვინაიდან ის CBA-ს ეკუთვნის. აკრძალვა არ გავრცელდება ბანკის მომხმარებლებზე, რომელთაც შეეძლებათ ციფრული ფულის ყიდვა-გაყიდვა სადებეტო ბარათის გამოყენებით.


„ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან გვჯერა, რომ ვირტუალური ვალუტები ვერ აკმაყოფილებენ რეგულაციისა და ჩვენს მიერ შემოთავაზებული სხვა ვალუტების მინიმალურ სტანდარტს. ვირტუალური ფულის მერყევი, დინამიური ხასიათის გამო, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას რეგულარულად დავუბრუნდებით“ - განაცხადა ბანკმა.


CBA პირველი ავსტრალიური ბანკია, რომელიც მომხმარებლებს საკრედიტო ბარათებით კრიპტოვალუტების შეძენას უშლის. თუმცა, დანარჩენი ოთხი წამყვანი ბანკი განაცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ეს წესი უახლოეს მომავალში ტრენდად იქცეს.


CBA-ის მსგავსად, საკრედიტო ბარათებით კრიპტოვალუტების შეძენა აკრძალა ბრიტანეთის ბანკმა Lloyds და ამერიკის ბანკებმა JP Morgan, Bank of America და Citi.


წყარო: ccn.com

bottom of page