top of page

Dark Web ბიტკოინის ჩანაცვლებას ფიქრობს


ბიტკოინის შენელებული ტრანზაქციები და მაღალი საკომისიოები dark web-ის მომხმარებლებს ბევრ პრობლემას უქმნის. ამის გამო ისინი უმსხვილესი კრიპტოვალუტიდან ლაითკოინსა და დეშზე გადავიდნენ. როგორც გაირკვა, შავი ქსელის კრიმინალებმა ბიტკოინს ზურგი 2017 წელს აქციეს ზემოთ აღნიშნული პრობლემების გამო.


Recorded Future-მა ანალიზი ჩატარა dark web-ის 150 ბაზარზე და არალეგალურ სერვისებზე და აღმოაჩინა, რომ ლაითკოინი მეორე ყველაზე გამოყენებადი მონეტაა ბიტკოინის შემდეგ, რომელსაც დეში მოსდევს.


ანალიზმა აღმოაჩინა, რომ 2017 წლიდან ბიტკოინის ტრანზაქციები ეკონომიკურად განუხორციელებეადი შეიქნა საკომისიოების ათმაგად გაზრდის გამო. აღნიშნულია ასევე ტრანზაქციების დადასტურების დროში გაწელვა.


ერთ-ერთმა dark web-ის რუსმა მომხმარებელმა ვაჭრებს ურჩია, ბიტკოინის ალტერნატივა ეპოვათ ბიზნესის შესნარჩუნებლად.


Dark web-ში საშუალო ტრანზაქციები 50 დოლარიდან 300 დოლარამდე ვარირებს, სადაც ტრანზაქციის დადასტურების სიჩქარე საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან მოტყუების რისკი დიდია. ის ფაქტი, რომ მომხმარებლებს 24 საათიანი ლოდინი უწევთ მაღალ საკომისიოებთან ერთად, ნამდვილად მოუხერხებელია მათთვის.


როგორც ჩანს, ჯერ არ არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, თუ რომელი ვალუტის გამოყენება ჯობია. მომხმარებლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ახალი ვალუტის შესახებ ასე გადანაწილდა: მონერო - 21.82%; დეში - 20.61%; ეთერი - 19.39%; ლაითკოინი - 15.15%; ბიტკოინი 13.33%; ბიტკოინ ქეში - 9.7%.


12 თვის განმავლობაში Recorded Future-მა აღმოაჩინა, რომ ბიტკოინი მაინც პირველ ადგილზე რჩებოდა გამოყენებადობის თვალსაზრისით და მას ლაითკოინი მოსდევდა. ვაჭრების 30%, რომლებიც ალტერნატიულ გადახდის მეთოდებს იღებდნენ, ლაითკოინს ირჩევდნენ მაშინ, როდესაც ვაჭრების 20% არჩევანს დეშზე აკეთებდა და 13%- ბიტკოინ ქეშზე. ანალიზის თანახმად, რუსები უპირატესობას ლაითკოინს ანიჭებდნენ, ინგლისურენოვანი ვაჭრები კი - მონეროს.


საბოლოოდ დადგინდა, რომ ბიტკოინი მაინც დარჩება dark web-ის მთავარ ვალუტად, მაგრამ მას უფრო ნაკლები წილი ექნება. დანარჩენ ბაზარს ლაითკოინი და დეში დაიპყრობს.


წყარო: ccn.com

bottom of page