top of page

არიზონაში გადასახადების კრიპტოვალუტებით გადახდა არის შესაძლებელი


არიზონას შტატის სენატმა 8 თებერვალს მოსახლეობას ნება დართო კრიპტოვალუტებით გადაიხადონ გადასახადები.

სენატის დადგენილება 1091, რომელიც კრიპტოვალუტებს მწვანეს უნთებს, 2018 წლის 10 იანვარს წამოაყენა სენატის ფინანსურმა კომიტეტმა. ხმის მიცემის დროს ხმათა რაოდენობა 16 13-ზე განაწილდა. ახალი კანონი გაეგზავნათ აღმასრულებელ ორგანოებს. თუ არიზონამ მოახერხა ამ დადგენილების ადაპტაცია, ეს შტატი ამერიკაში პირველი იქნება, რომელიც მოსახლეობას გზას გაუხსნის კრიპტოვალუტებით გადასახადის გადახდაზე 2020 წლისთვის. როგორც განაცხადში წერია, ‘’გადახდის ფორმა, როგორიცაა ბიტკოინი, ლაითკოინი ან ნებისმიერი კრიპტოვალუტა, რომელიც აღიარებულია არიზონას მართველობის მიერ’’; ამ ფორმით შეიძლება დაიფაროს გადასახადები ელექტრონული პირისპირა ქსელის გამოყენებით.

გადასახადის მიღების შემდეგ მიმღები ორგანო ვალდებული იქნება კრიპტოვალუტა გაანაღდოს დოლარში 24 საათის განმავლობაში.

შტატის რესპუბლიკური პარტიის წევრი, ჯეფ ვენინგერი, რომელმაც მხარი დაუჭირა დადგენილებას, განაცხადა Fox news-თან, რომ ‘ამ დადგენილების დანიშნულება არის შტატის ბლოკჩეინის და ციფრული ვალუტების განვითარების ცერნტრად გადაქცევა ქვეყანაში’’

აღსანიშნავია რომ შვეიცარიაში ქალაქ კიასოს მუნიციპალიტეტმა 2017 წლის სექტემბერს ასევე მიიღო დადგენილება, რომ 2018 წლის იანვრიდან ისინიც დართავენ ნებას მოსახლეობას გადასახადები კრიპტოვალუტებით გადაიხადონ.

წყარო: ccn.com, cointelegraph.com

bottom of page