top of page

ICO - რა არის Refereum?


Refereum ახალი ბლოკჩეინ პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს გეიმინგ ინდუსტრიის გაუმჯობესებას. პლატფორმა მუშაობს RFR მონეტებზე, რომლების წინასწარი გაყიდვაც ხვალ, 8 თებერვალს მთავრდება და იწყება მონეტების გაყიდვა. გაყიდვაში მონაწილეობა შეუძლია მათ, ვინც whitelist-ში მოხვდა წინასწარ გაყიდვებზე დარეგისტრირების შედეგად. ასევე საიტიდანვე შესაძლებელია waitlist-ში შეერთება.


Refereum დაფუძნებულია რეფერალურ მარკეტინგზე და იყენებს ეთერიუმის გონიერ კონტრაქტებს. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მეშვეობით აქ ამოგდებულია შუამავალი თამაშის დეველოპერსა და მოთამაშეს შორის. იმის მაგივრად, რომ დეველოპერმა დიდი პროცენტი უხადოს მარკეტინგის ჯგუფს, ის თავის თამაშს ტვირთავს refereum.com-ზე და მიღებული თანხის 10%-ს უნაწილებს მოთამაშეებსა და influencer-ებს. რაც შეეხებათ influencer-ებს, ანუ ადამიანებს, რომლებიც youtube-ის ვიდეოებითა და სხვა მეთოდებით ახალ თამაშებს სთავაზობენ მაყურებლებს, ისინი ხშირად თამაშის ინდუსტრიაში დაუფასებლები რჩებიან. იმ შემთხვევაში, თუ influencer-ს ბევრი მაყურებელი არ ჰყავს და პირველ ერთ პროცენტში არ შედის, ის არც თუ ისე ბევრ შემოსავალს იღებს თავისი საქმიანობით. ამის საპირისპიროდ, Refereum-ის პლატფორმა მათთვის ბევრად მომგებიანია. Influencer-ი გამოიყენებს refereum.com საიტს, სადაც იპოვის თავისი მაყურებლებისთვის შესაფერის თამაშებს და გაუზიარებს მათ რეფერალური ლინკებით. ლინკების მეშვეობით მისი მაყურებლები იაფად შეიძენენ ვიდეო თამაშებს და თავად influencer-ი კი ჯილდოს მიიღებს. მას შეეძლება მიღებული RFR მონეტებით იყიდოს ახალი თამაშები და კვლავ გაუზიაროს ისინი მაყურებებს, ან გადაცვალოს მონეტები ტრადიციულ ფულში.


ამ ყველაფერთან ერთად, ახალი პლატფორმა მომგებიანია თავად მოთამაშეებისთვისაც. ისინი, ვინც აქტიურად თამაშობენ სხვადასხვა თამაშებს, ან უყურებენ თამაშებთან დაკავშირებულ ვიდეოებს twitch tv-ზე და game stream-ზე, ასევე მიიღებენ RFR მონეტებს. დეველოპერები თავად წყვეტენ, თამაშის დაწყების ან კონკრეტული მისიის შესრულებისთვის რამდენი მონეტა ეკუთვნის მოთამაშეს. მოთამაშეებს, ისევე როგორც influencer-ებს, შეუძლიათ, მიღებული მონეტებით ან ახალი თამაშები შეიძინონ, ან გადაცვალონ ისინი ტრადიციულ ფულში. ამ გზით ისინი შემოსავალს იღებენ თავისი საყვარელი საქმიანობით, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო.


Refereum-ი დეველოპერებს, რომლებიც პლატფორმის ახალი მომხმარებლები არიან, საქმეს ძალიან უმარტივებს ღია ქსელის მეშვეობით. დეველოპერებს შეუძლიათ, ნახონ სხვა წარმატებული თამაშები და მათში ჩაწერილი ჯილდოს გადაცემის მექანიზმები, რათა უფრო დახვეწონ საკუთარი თამაშები და მეთოდები.


Refereum-ით თამაშების შეძენა საკმაოდ მარტივია. MetaMask Chrome plugin-ის გამოყენებით, მომხმარებლები უბრალოდ შედიან refereum.com-ზე და პირდაპირ ბრაუზერიდან ყიდულობენ სასურველ თამაშს. ტრანზაქცია მომენტალურად ფიქსირდება ბლოკჩეინზე და ინახება სამუდამოდ. ამისათვის საჭირო არაა საბანკო ანგარიშის ქონა და ანგარიშებზე მისამართების მიბმა. მიუხედავად იმისა, რომ საიტზე ჯერ არც თუ ისე ბევრი თამაშია, მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ქულების მოგროვება. Refereum.com-ზე რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებლები ვიდეოების ყურებით და თამაშების გადმოწერით აგროვებენ ქულებს. ეს ქულები მათ ანგარიშზე ისახება და გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ, მოგროვებული ქულების მიხედვით მომხმარებლები იღებენ გარკვეული რაოდენობის RFR მონეტებს. ქულების მოგროვება ხდება Twitch-თან დაკავშირებითაც და აღნიშნულ საიტზე ვიდეოების ყურებითაც. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომხმარებელი twitch.tv-ზე ისეთ ვიდეოს უყურებს, რომელიც ეკუთვნის refereum-ის მომხმარებელს, ის ყოველ საათში ერთ ქულას იღებს. საათში 3 ქულას იღებს ის, ვისაც ხუთზე მეტი მაყურბეელი ჰყავს და ვის ვიდეოებსაც უყურებენ refereum-ის მომხმარებლები, რომლებიც ასევე დაკავშირებული არიან twitch-თან. რეალურად, მომხმარებლის ყოველი აქტივობა ჯილდოვდება ქულებით, რომლებიც შემდეგ RFR მონეტებზე იცვლება. ამ მონეტებით კი შესაძლებელია ახალი თამაშების შეძენა, ან მათი ტრადიციულ ფულზე გადაცვლა.


ეთერიუმის პლატფორმაზე დაფუძნებული გონიერი კონტრაქტებით Refereum-ის გუნდი უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და სანდოობას. კონტრაქტში გაწერილია ვის რისთვის რამდნეი ეკუთვნის. პროცესში მესამე პირის ამოგდებით მოთამაშეები, influencer-ები და დეველოპერები ბევრად ახლოს არიან ერთმანეთთან და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დამსახურებაც სწორედ იმაშია, რომ ბევრად გამარტივებულია მონეტარული ანაზღაურება ყველასთვის, ვინც ჩართულია თამაშების შექმნაში, გავრცელებასა და, რა თქმა უნდა, თავად თამაშში.


პლატფორმას უკვე შეუერთდა 150,000 გეიმერი ორი თვის განმავლობაში და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. როგორც Refereum-ის შემქმნელები თავის white paper-ში აღნიშნავენ, გეიმინგ ინდუსტრია 109 მილიარდი ამერიკული დოლარი ღირს და წელიწადში ის 6%-ით იზრდება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინდუსტრიაა მსოფლიოში.


RFR მონეტების რაოდენობა შეზღუდულია ხუთ მილიარდამდე. პლატფორმის გუნდი თანამშრომლობს Connext API-თან, რისი მეშვეობითად მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, შეიძინონ RFR მონეტები პირდაპირ საკრედიტო ბარათით.


Refereum-ს ტელეგრამიც აქვს იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, შეუერთდეთ refereumis კომუნას და უფრო მეტად იყოთ ჩართული მოვლენებში.


განცხადება: ბლოგში მოცემულ ლინკებზე გადასხვლით, გამოიყენებთ ჩვენს რეფერალურ ლინკებს, რომლის სანაცვლოდაც თქვენს მიერ განხორციელებული ოპერაციებიდან Refereum ქულებს მოვაგროვებთ რაც თქვენც შეგიძლიათ. მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება ვებ გვერდის განვითარებას.


წყარო: Refereum white paper


bottom of page