top of page

''ჩვენ გავაგრძელებთ ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე კვლევების წახალისებას'' - სინგაპურის პრემი


სინგაპურის მონეტარული პოლიტიკის მაღალჩინოსნები ამ ბოლო ხანებში იკვლევდნენ კრიპტოვალუტებს; მათ კანონმდებლებს განუცხადეს, რომ ხელმოსაჭიდ რისკებს ვერ მიაგნეს. კრიპტოვალუტების ეს კვლევა გამოწვეული იყო ისეთ ქვეყნებში მიმდინარე ტრენდით, რომ კრიპტოვალუტები უნდა დარეგულირდეს, როგორიცაა სამხრეთ კორეა, ჩრდილოეთ ამერიკა და ჩინეთი.

‘’სხვადასხვა სახის კრიპტოვალუტები ძალიან პოპულარულები ხდებიან მსოფლიოში. კრიპტოვალუტები არის ექსპერიმენტი და ჯერ ძალიან ადრეა დასკვნის გაკეთება იმის თაობაზე, მიაღწევენ ისინი წარმატებას, თუ არა’’. - ეს პასუხი გასცა კანონმდებლებს პრემიერ მინისტრმა, ტარმან შანმუგარატმანმა, კითხვაზე, უნდა აიკრძალოს თუ არა კრიპტოვალუტები. მან ასევე აღნიშნა ინტერვიუში, რომ ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის მაღალჩინოსნები (mas, central bank) კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ რისკებს და საფრთხეებს გულდასმით სწავლობენ. ‘’ამ ეტაპზე არ არსებობს ძლიერი შემთხვევა, სადაც ჩვენ გადაწყვეტილი გვაქს კრიპტო ვაჭრობა ავკრძალოთ’’

ამჯერად, ბატონ შანმუგარათმანს ჰკითხეს, თუ რა ღონისძიებებს მიმართავს ის მომხმარებლების დასაცავად, რომლებიც არარეგულირებული ვალუტების ყიდვით დაკავდებიან, ასევე მათ აინტერესებდათ, თუ როგორ იმოქმედებს კრიპტოვალუტების კრახი სინგაპურის ეკონომიკაზე. აინტერესებდათ ასევე, თუ რა გეგმა არსებობს რეგულაციების სტრუქტურასთან დაკავშირებით.

‘’არსებობს ორი სახის კრიპტოვალუტების მომხმარებელი; პირველი არის გადახდების მიზნით მომხმარებელი, მეორე კი, რომელიც უფრო პოპულარულია, არის ციფრული აქტივი. ორივე შემთხვევაში მთავარმა ტექნოლოგიამ, ბლოკჩეინია ეს თუ განაწილებული დავთარი, შეიძლება დაამტკიცოს რომ ის პოტენციურად სასარგებლოა ვაჭრობისა და გადახდების გლობალურად განვითარებაში,’’ განუცხადა მინისტრმა ზემოხსენებულ კითხვებზე.

‘’საბოლოოდ, კრიპტოვალუტების სფერო იცვლება ზრდადი ტემპებით ყოველდღიურად, ასევე ამ ტემპით ყალიბდება და ვითარდება რეგულაციებიც მთელს მსოფლიოში, ამერიკის, ევროპისა და დიდი ბრიტანეთის ჩათვლით. ჩვენ გავაგრძელებთ ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე კვლევების წახალისებას, რამაც, რასაკვირველია, შეიძლება მოიცვას კრიპტოვალუტებიც. აქედან გამომდინარე არსებობს შანსი იმისა, რომ რომელიმე ინოვაცია აღმოჩნდეს ეკონომიკურად თუ სოციალურად გამოსადეგი და კარგის მომტანი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვიქნებით ახლად წარმოქმნილ რისკებთანაც’’

წყარო: ccn.com, mas.gov.sg, news.bitcoin.com

bottom of page