top of page

მსხვილი კრიპტოვალუტების ფასები ნელ-ნელა ისევ იზრდება


დიდხნიანი ფასის ვარდნების შემდეგ, მსხვილმა კრიპტოვალუტებმა, მათ შორის ბიტკოინმა, ეთერიუმმა და კარდანომ ნელ-ნელა ღირებულების აღდგენა დაიწყეს. ისინი უკვე 20%-ზე მეტით გაიზარდნენ.


კრიპტოვალუტა NEM-ის ფასი ბოლო 24 საათში 43%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ Coincheck-ის დაჰაკვის შემდეგ მისი ღირებულება საგრძნობლად დაეცა.


გვიანი დეკემბრიდან დაწყებული ვარდნის შემდეგ, კრიპტოვალუტების უმრავლესობამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა, თავისი ფასის მაქსიმუმს დაბრუნებოდა. ბიტკოინი ახლაც თითქმის 50%-ითაა შემცირებული მაშინ, როდესაც მისი ღირებულების მაქსიმუმი 19,000$-ია. ამასთან, თითქმის 70%-ითაა შემცირებული ბიტკოინ ქეშისა და რიპლის ფასებიც.


რიპლმა ბაზრის მოცულობით 150 მილიარდ დოლარსაც კი მიაღწია, მაგრამ ბოლო ორი თვის ვარდნების გამო იგი ცოტა ხნით 30 მილიარდსაც კი ჩამოსცდა. ამჟამად ბაზრის კაპიტალიზაცია 29 მილიარდ დოლარს შეადგენს.


სხვა ვალუტებთან შედარებით, ეთერიუმმა მეტ-ნაკლებად შეძლო ფასის შენარჩუნება. ვალუტის ფასის მაქსიმუმი 1,300 აშშ დოლარი იყო, ამ დეკემბერი-იანვრის განმავლობაში კი ის 1,000 აშშ დოლარს ჩამოსცდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში მისი ღირებულება უკვე 28%-ით გაიზარდა და წერის მომენტში 784 აშშ დოლარს შეადგენს.


წინა კვირას, ფინანსური სერვისების პროვაიდერმა, Stripe-მა, განაცხადა, რომ ბიტკოინის მაღალი საკომისიოებისა და შენელებული ტრანზაქციების გამო, ისინი სხვა ალტერნატივას ეძებენ კრიპტოვალუტების ბაზარზე. მათ ახსენეს ეთერი და ეთერიუმის პლატფორმაზე აშენებული ვალუტები, როგორიცაა OmiseGo.


“საკომისიოები საკმაოდ გაიზარდა. რეგულარული ბიტკოინის ტრანზაქციისთვის ათობით დოლარის საკომისიო ხშირია, რაც ბიტკოინის ტრანზაქციებს ისევე ძვირს ხდის, როგორც ბანკისას. ამის გამო, ჩვენ მომხმარებლებისგან დავინახეთ სურვილი ბიტკოინის გამოყენების შემცირებისა.“ - განაცხადა Stripe-ს გუნდმა.


ამჟამად, ბიტკოინის ქსელში საკომისიოები ერთ დოლარზე ნაკლებია ბოლო რამდენიმე კვირაში ყოველდღიური ტრანზაქციების შემცირების გამო. როდესაც ბიტკოინზე მოთხოვნა გაიზრდება ფასის ზრდასთან ერთად, მეტად სავარაუდოა, რომ გაიზრდება საკომისიოებიც.


Stripe-ის მსგავს ფინანსური სერვისების პროვაიდერებს სჯერათ, რომ მოკლე დროში ბიზნესები შეძლებენ ბიტკოინის ალტერნატივის პოვნას. ერთ-ერთი ვარიანტი ეთერიუმია.


„ჩვენ გვაინტერესებს, რაც ხდება Lightining Network-სა და სხვა შემოთავაზებებთან უფრო სწრაფი გადარიცხვებისთვის. OmisGo ნამდვილად ამბიციური და ჭკვიანური შემოთავაზებაა; უფრო ვრცლად, ეთერიუმი აგრძელებს ბევრი მაღალი პოტენციალის მქონე პროექტების შექმნას“ - დაამატა Stripe-მა.


მიუხედავად იმისა, რომ ეთერიუმი არ შექმნილა გადახდების გადასამუშავებლად, ის მაინც ფართოდ ათვისებული ციფრული ვალუტაა. ეთერიუმი შვიდჯერ უფრო მეტ ტრანზაქციას ატარებს, ვიდრე ბიტკოინი, დღიური ვაჭრობის მოცულობა კი საშუალოდ 1.4 მილიონ აშშ დოლარია. მისი ასეთი ხშირი გამოყენების გამო, ეთერიუმის ფასი საგრძნობლად იზრდება.


ბოლო ერთი თვის განმავლობაში რიპლმა საკმაოდ სერიოზული ფასის ვარდნები განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ ახლახანს კრიპტოვალუტამ რამდენიმე სერიოზულ ფირმასთან დაიწყო პარტნიორობა, ფასზე ამას ზეგავლენა არ მოუხდენია. თუ ეს ინტეგრაციები წარმატებული იქნება, სავარაუდოა, რომ ეს ფასზე დადებითად აისახოს, იმ შემთხვევაში კი, თუ რიპლი წარმატებას ვერ მიაღწევს, ფასის ვარდნის გაგრძელება დაფიქსირდება.


წერის მომენტში რიპლის ღირებულება 0.76 აშშ დოლარია, ბაზრის კაპიტალიზაცია კი 29 მილიარდ დოლარს შეადგენს.

წყარო: ccn.com

bottom of page