top of page

ტაიპეი IOTA ტექნოლოგიით გონიერი ქალაქი გახდება


ქალაქი ტაიპეი მალე IOTA-ს განაწილებული დავთარის ტექნოლოგიით აღიჭურვება. ტაივანის დედაქალაქი პარტნიორობას იწყებს ბერლინის IOTA-ს ფონდთან მისი ტექნოლოგიების გამო და BiilLabs-თან, ბლოკჩეინ სტარტაპთან, იმისათვის, რომ გახდეს აპლიკაციით მართვადი გონიერი ქალაქი.


IOTA ცნობილია tangle ტექნოლოგიით, რომლის წყალობითაც არ არსებობს ბლოკები და არ არსებობს მაინერი. ამასთან, ნულოვანია საკომისიოებიც. უფრო დეტალურად IOTA-სა და tangle ტექნოლოგიის შესახებ იხილეთ ჩვენი ბლოგი „IOTA - კრიპტოვალუტა საგნების ინტერნეტის ინდუსტრიისთვის.“


სწორედ ამ ტექნოლოგიას გამოიყენებს ტაიპეი, რათა ქალაქი მთლიანად „გონიერ საგნებზე“ ააწყოს. ტაიპეის პარტნიორები ეძებენ გზებს, რომლის მეშვეობითაც IOTA-ს ტექნოლოგიის გონიერ ქალაქში ინტეგრირება შესაძლებელი და უსაფრთხო იქნება. ტაიპეისთან პარტნიორობის თაობაზე IOTA-ს დაწესებულების თანა-დამფუძნებელი, დევიდ სონსტებო განაცხადებს:


„ეს ამტკიცებს, რომ ჩვენი შემდეგი გენერაციის ტექნოლოგია მზადაა ნამდვილ სამყაროში გამოყენებადობის შემთხვევებისთვის და ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თეორია. ჩვენ ვიწყებთ IOTA-ს შესაძლებლობების მოხაზვას და იმის ჩვენებას, რომ ამ ტექნოლოგიით შეიძლება შეიქმნას არა მხოლოდ გონიერი ქალაქები, არამედ გონიერი სამყაროც.“


ერთ-ერთი უპირველესი პროექტი, რომელიც უნდა დაიტესტოს არის მოქალაქის ბარათები, რომლებიც აღჭურვილი იქნება TangleID-ით, რათა დაიცვას ხალხი იდენტობის მოპარვისა და ხმის მიცემის გაყალბებისგან ისევე, როგორც სამედიცინო მონაცემების მოპარვისგან.


ამასთან, ტაიპეის 150 სკოლაში უკვე დანერგილია Airbox, აპლიკაცია, რომელიც ამოწმებს ჰაერის ხარისხს. ეს აპლიკაციაც სამომავლოდ tangle ტექნოლოგიას მიემაგრება.


კიდევ ერთი გონიერი ქალაქი, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზეა ფოკუსირებული, არის დუბაი. ქალაქი უკვე ემზადება დაახლოებით 25 ბლოკჩეინ აპლიკაციის გამოსაშვებად, რომლებიც ჯერ შემოწმებას გადიან.


შეგახსენებთ, რომ IOTA-ს მონეტა ბაზრის კაპიტალიზაციით მე-11 ადგილზეა და წერის მომენტში მისი ღირებულება 1.36 აშშ დოლარს შეადგენს.



წყარო: ccn.com

bottom of page