top of page

www.CryptoZ.ge - კრიპტოვალუტის ყიდვა უკვე ჩვენი საიტიდან არის შესაძლბელი



მოგესალმებით!


რამოდენიმე დღის წინ ჩვენს ვებ გვერდს დავამატეთ რამოდენიმე ახალი ფუნქცია - Cloud Mining (Hashflare და Genesis Mining), კრიპტო ბირჟებზე რეგისტრაციის ინსტრუქციები (Binance და Cryptopia) და ICO კალენდარი.


მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი ვებ გვერდიდან უკვე შესაძლებელია კრიპტოვალუტის ყიდვაც!


ამ ეტაპზე, ჩვენი ვებ გვერდიდან შეგიძლიათ შეიძინოთ კრიპტოვალუტების ყველაზე ფართო ასორტიმენტი www.Chngelly.com - დან. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ პლატფორმას საკუთარ მომხმარებლებს სთავზობს www.coinmarketcap.com.


ასევე აუცილებელი აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ Changelly-ს საკმაოდ მაღალი ფასები აქვს, მაგრამ სანაცვლოდ გთავაზობთ მარტივ და სწრაფ დახურდავების შესაძლებლობასა და უამრავ კრიპტო ვალუტას, რომლის შესყიდვაც პირდაპირ აშშ დოლარითაა შესაძლებელი. 200$-მდე შესყიდვის შემთხვევაში ვერიფიკაცია საჭირო არ არის. Changelly-ზე რეგისტრაციის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.


გარდა ამისა, ჩვენს ვებ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ www.coinmama.com-ზე რეგისტრციის ინსტრუქცია, რომელიც საკმაოდ დაბალი ფასებით გამოირჩევა, მაგრამ მომხმარებელს მხოლოდ ბიტკოინისა და ეთერიუმის შეძენას სთავაზობს.


www.Changelly.com-ის ბირჟაზე კრიპტოვალუტის შეძენა შეგიძლიათ მთავარი გვერდიდან (ღილაკი კრიპტოვალუტის ყიდვა), მთავარ მენიუში მოცემული შესაბამისი ღილაკიდან ან პირდაპირ ქვმოთ მოცემული ცხრილის მეშვეობით. პირველ ველში მიუთითეთ თუ რომელი ვალუტით გნებავთ გადახდა, USD, BTC და ა.შ. მეორე ველში აირჩიეთ თუ რომელი ქოინის ყიდვა გსურთ.




bottom of page