top of page

Santander ბანკმა შექმნა პერსონალური გადახდების აპლიკაცია რიპლის ბლოკჩეინის გამოყენებით


გიგანტური ესპანური ბანკი სანტანდერი 2018 წლის პირველ კვარტალში თავის საცალო მომხმარებელს შესთავაზებს პერსონალური გადახდების აპლიკაციას, რომელიც გამოიყენებს რიპლის ბლოკჩეინს.

ეს საბანკო სექტორში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მსოფლიოში პირველი ყველაზე დიდი გამოყენების შემთხვევა შეიძლება გახდეს. პირველად ამის შესახებ დაწერა ფინექსტრამ, აპლიკაციამ, რომელიც ხელმისაწვდომს გახდის ინტგერნაციონალურ გადახდებს ‘’ 3 კლიკსა და 40 წამში’’ ბანკის საცალო კლიენტებისთვის.

‘’ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ვიქნებით პირველი გლობალური ბანკი, რომელიც დანერგავს განაწილებული დავთრის ტექნოლოგიას მომხმარებლისათვის’’ - თქვა ბანკის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს უფრო გამჭირვალეს გახდის ბანკის საკომისიოებს და ასევე გაცვლით კურსებსაც ტრანზაქციის გაკეთებამდე, რაც ძალიან დადებითია. აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება ესპანეთში, ბრაზილიაში, დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთში.

ეს აპლიკაცია იტესტებოდა 18 თვის განმავლობაში და ის ეფლ ფეისთანაც გამოიყენებოდა 10-დან 10,000 ოდენობამდე თანხებში ბანკის თანამშრომლებს შორის. რიპლის აღმასრულებელმა დირექტორმა ეს სიახლე დაადასტურა სოციალურ ქსელში და ასევე დაანონსა, რომ აპლიკაცია გამოდის 2018 წლის პირველ კვარტალში.

CCN -ის ცნობით, 2016 მაისში ეს აპლიკაცია გამოიყენებოდა სატესტო რეჟიმში 3 ვალუტით: ევრო, დოლარი, ფუნტი.

სანტანდერის InnoVentures, ბანკის ფინტექ ფონდი, რიპლის აღსანიშნავი ინვესტორია, რომელსაც 2016 წლის A კატეგორიის ფონდში მონაწილეობა აქვს მიღებული.

წყარო: santander.com, ccn.com, coindesk.com

bottom of page