Pineapple Fund-მა 5 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი სამედიცინო დაწესებულებას გადაურიცხა
Pineapple Fund-მა, რომელიც ბიტკოინებში აფინანსებს სხვადასხვა დაწესებულებებს და რომლის შემქმნელების ვინაობაც დღემდე უცნობია, ახლახანს 5 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები გადაურიცხა Agoura Hills-ს, კალიფორნიაში დაფუძნებულ ღია მედიცინის ფონდს (OMF). თანხას გამოიყენებენ მიალგიკური ენცეფალომიელიტის/ქრონიკული დაღლილობის სინდრომის (ME/CFS) საკმაოდ საჭირო გამოკვლევების გასაუმჯობესებლად.
Pine-ად წოდებულმა Pineapple Fund-ის წევრმა ჯერ ერთი მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი გადარიცხა 14 იანვარს, შემდეგ კი, 2 თებერვალს, დანარჩენი 4 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინიც მიაყოლა.
„ლინდა თანენბაუმს, ღია მედიცინის ფონდის СEO-ს/პრეზიდენტს სჯერა, რომ დამატებული დონაცია განაპირობა პაციენტებისა და კომპანიის წარმომადგენლების უაღრესად დიდმა მადლობებმა, რომლებიც ქვეყნდებოდა Reddit-სა და სხვა სოციალურ მედიაზე.“ - ვკითხულობთ OMF-ის ბლოგ პოსტში.
მათი თქმით, ისინი თანხას გამოიყენებენ ME/CFS-ზე დიაგნოსტიკური ტესტის შესაქმნელად; პაციენტების მონაცემთა ანალიზის მასშტაბურობის გასაზრდელად, მკურნალობის მეთოდების განვითარების დასაჩქარებლად და ეფექტური წამლის გამოსაკვლევად. თანენბაუმმა ფონდი მილიონობით ადამიანის დასახმარებლად შექმნა, მათ შორის თავისი გოგონასი, რომელიც ამ დაავადებით იტანჯება. დაწესებულებაში აქტიურად მუშაობენ წამყვანი ექიმები და მკვლევრები.
რაც შეეხება Pineapple Fund-ს, ის ბიტკოინის წყალობით უეცრად გამდიდრებულმა ადამიანმა შექმნა, რომელიც უკვე შედის „250 ყველაზე მდიდარ ბიტკოინების მისამართებში.“ უფრო დეტალურად ფონდის შესახებ იხილეთ ჩვენი ბლოგი.
ბიტკოინებით დახმარების ფონდს უკვე 86 მილიონი დოლარის ღირებულების ვალუტა აქვს გაცემული სხვადასხვა დაწესებულებებისთვის და როგორც მათი საიტი იტყობინება, არც OMF იქნება უკანასკნელი.
წყარო: ccn.com