Coinmama-ზე რეგისტრაცია და ვერიფიკაცია
მოცემულ ბლოგში გთავაზობთ Coinmama-ზე რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის ინსტრუქციებს. Coinmama კრიპტოვალუტების ბირჟაა, სადაც შეგიძლიათ პირდაპირ თქვენი საბანკო ბარათით შეიძინოთ ბიტკოინი და ეთერი.
ნაბიჯი 1. შევდივართ coinmama.com-ზე და ვიწყებთ რეგისტრაციას. სარეგისტრაციო ფანჯარაში მიუთითეთ თქვენი მეილი და პაროლი, რომლის მეშვეობითაც მომავალში გააკეთებთ log in-ს საიტზე. მონიშნეთ, რომ ეთანხმებით coinmama-ს წესებს და დააჭირეთ ღილაკს Register.
ნაბიჯი 2. საჭირო ინფორმაციის შეყვანისა და რეგისტრაციაზე დაჭერის შემდეგ, მეილზე მოგივათ სარეგისტრაციო ბმული. გადადით მითითებულ ლინკზე.
ნაბიჯი 3. ლინკზე გადასვლით დაბრუნდებით coinmama.com-ზე. დააჭირეთ ღილაკს: "continue to your coinmama account", რის შემდეგაც გამოგიხტებათ log in-ის ფანჯარა და შეიყვანეთ პირველ ნაბიჯში მითითებული მეილი და პაროლი.
ნაბიჯი 4. თქვენ უკვე წარმატებით დარეგისტრირდით coinmama-ზე! იმისათვის, რომ შეძლოთ ბიტკოინის ან ეთერიუმის შესყიდვა, უნდა გაიაროთ ვერიფიკაცია. ამისათვის დააჭირეთ მარცხენა კუთხეში არსებულ ღილაკს "verify your account".
ნაბიჯი 5. ვერიფიკაციისთვის უნდა მიუთითოთ თქვენი სრული მონაცემები: სახელი და გვარი, ქვეყანა, ქალაქი, ქუჩა და ქუჩის ნომერი (სიმარტივისათვის შეგიძლიათ, მწვანე ტექსტიან ფანჯარაში მიუთითოთ ყველა მონაცემი ერთად და ის თავად მოძებნის ქუჩას, მაგალითად, chavchavadze 50, tbilisi, georgia.). მიუთითეთ ასევე საფოსტო ინდექსი ((Zip code), რომელიც შეგიძლიათ მოძებნოთ საქართველოს ფოსტის ვებ გვერდზე) თქვენი პირადობის მოწმობის აღების ადგილი, პირადი ნომერი და ვადის გასვლის თარიღი. ყველა საჭირო ველის შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს next step.
ნაბიჯი 6. ამის შემდეგ, coinmama მოგთხოვთ, გადაიღოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი საბუთის სურათები. იმისათვის, რომ ვერიფიკაცია წარმატებით გაიაროთ, ეცადეთ, გადაიღოთ რაც შეიძლება ხარისხიანი და ნათელი სურათები. პირადობის ოთხივე კუთხე უნდა ჩანდეს სურათში და გარკვევით უნდა იკითხებოდეს ვადის გასვლის თარიღი. საჭიროა, ატვირთოთ პირადობის წინა და უკანა გვერდი და თქვენი სურათი, სადაც ხელში გიჭირავთ თქვენივე პირადობა და ფურცელი, რომელზეც ხელით წერია Coinmama და დღევანდელი თარიღი, როგორც ეს საიტზეც არის ნაჩვენები. გაითვალისწინეთ, რომ ატვირთული პირადობა უნდა შეესაბამებოდეს წინა ნაბიჯში მითითებული პირადობის ნომერს! სამივე სურათის გადაღების და კომპიუტერში გადატანის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Upload.
გაითვალისწინეთ, რომ ვერიფიკაციას დასჭირდება დრო. ამ პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ უკვე შეგეძლებათ, შეიძინოთ სასურველი ვალუტა. იმ შემთხვევაში, თუ 10,000 აშშ დოლარზე ან 50,000 დოლარზე მეტის ღირებულების ვალუტების შეძენა გსურთ, უნდა გაიაროთ ვერიფიკაციის მეორე და მესამე საფეხური სასურველი ოდენობის შესაბამისად.
განცხადება: ბლოგში მოცემულ ლინკებზე გადასხვლით, გამოიყენებთ ჩვენს რეფერალურ ლინკებს, რომლის სანაცვლოდაც თქვენს მიერ განხორციელებული ოპერაციებიდან Coinmama გადაგვიხდის საკომისიოს. მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება ვებ გვერდის განვითარებას.