top of page

რა არის Genesis Mining ?


Genesis Mining ბიტკოინის ქლაუდ მაინინგის სერვისია. კომპანია 2013 წელს დაარსდა და უკვე 500,000 მომხმარებელზე მეტი იყენებს მათ სერვისებს. ეს არის უსაფრთხო და მარტივი მაინინგის საშუალება, რომლის დროსაც საჭირო არ არის ძვირადღირებული აპარატურის შეძენა, დამონატჟება და მართვა. საიტი მომხმარებლებს სთავაზობს კრიპტოვალუტების მაინინგის სერვისებსა და მაინინგთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას. Genesis-ის გუნდი პროფესიონალი მაინერებისგან შედგება, რომელთაც უკვე ნახეს წარმატება. ისინი ასევე Logos Fund-ის თანადამფუძნებლები არიან, რომელიც ბიტკოინის პირველი მაინინგ ფონდია.


Genesis-ით მაინინგის დაწყება საკმაოდ მარტივია. როგორც კი მომხმარებელი კონტრაქტის ფულს გადაიხდის, მის პროფილზე აისახება კონტრაქტი და მას მომენტალურად შეეძლება მაინინგის დაწყება. საიტზე შესაძლებელია ბიტკოინის, დეშის, ლაითკოინის, Zcash-ის, ან ეთერიუმის მოპოვება პირდაპირ. ასევე შესაძლებელია მოპოვებული ვალუტების სხვა კრიპტოვალუტებში გადაცვლა. მომხმარებლებს საშუალება აქვთ, აირჩიონ, როგორ უნდათ თავიანთი ჰაშ სიმძლავრის გადანაწილება სხვადასხვა ვალუტების მოსაპოვებლად. მაგალითად, შესაძლებელია ერთდროულად მოიპოვონ დეშიც, ეთერიუმიც და ბიტკოინიც. ამ შემთხვევაში ანაზღაურება სრულად ბიტკოინებში ხდება. პირველ შემოსავალს მომხმარებლები 48 საათში იღებენ, რის შემდეგაც ანაზღაურების მიღება უკვე ყოველდღიური გახდება (ყოველ 24 საათში ერთხელ). ყურადღება მიაქციეთ გამოტანის მინიმალურ ოდენობებს რადგან, ყველა კონტრაქტს თავისი მინიმალური გამოტანის ოდენობა აქვს, რომელზეც, ინფორმაცია მათ საიტზე არის განთავსებული.


გვინდა გაცნობოთ, რომ Genesis Mining-ზე რეგისტრაცია უკვე ჩვენი საიტიდან არის შესაძლებელი, თანაც ქართულ ენაზე. Genesis Mining-ზე ჩვენი ვებ გვერდიდან დარეგისტრირების შემთხვევაში მივიღებთ საკომისიოს Genesis Mining-ისგან. მიღებული შემოსავალი მოხმარდება ვებ გვერდის განახლებასა და გაუმჯობესებას!


წყარო: genesis-mining.com

bottom of page