top of page

Square-ის აპლიკაციით ბიტკოინის შესყიდვა ბევრად მარტივი გახდა


Fintech-ის სტარტაპმა, Square-მა, ამერიკის შეერთებული შტატების მაცხოვრებლებისთვის ახალი აპლიკაცია გამოუშვა, რომელიც ბიტკოინის ყიდვასა და გაყიდვას ბევრად ამარტივებს.


კომპანიის CEO-მ, ჯეკ დორსის ტვიტერის პოსტის თანახმად, ციფრული გადახდების ფირმას სჯერა, რომ კრიპტოვალუტებს უკეთესი ფინანსური ხელმისაწვდომობის შემოთავაზება შეუძლია ყველასთვის.


Square-მა ახალი აპლიკაცია ნოემბერში მცირერიცხოვან ჯგუფზე დატესტა, ახლა კი მასზე ხელი თითქმის ყველას მიუწვდება. ამერიკის 46 შტატს უკვე შეუძლია, ამ აპლიკაციით მარტივად შეისყიდოს ბიტკოინები. აპლიკაცია უკვე 5 მილიონმა კაცმა გადმოიწერა და ერთ-ერთი წამყვანია Apple’s App store-ის ფინანსურ აპლიკაციებში. ამჟამად, Square-ზე ხელი არ მიუწვდება ჯორჯიას, ნიუ იორკს, ჰავაიის და ვიომინგს მათივე მკაცრი რეგულაციების გამო.


როგორც კი მომხმარებელი ანგარიშს გახსნის, მას მომენტალურად შეუძლია სადებეტო ბარათის მიბმა და სასურველი თანხით ბიტკოინის შეძენა ან გაყიდვა. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციაზე ბიტკოინების შესყიდვის ლიმიტი 10,000 აშშ დოლარია კვირაში. საფულეში დოლარის გადატანა შესაძლებელია მარტივი KYC-ის (იცნობდე შენს კლიენტს) შემოწმების შემდეგ.


ჯერჯერობით უცნობია, რა მეთოდებით იცავს Square მომხმარებლებს და მათ თანხებს, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია აპლიკაციის დაინსტალირებამდე. ამასთან, ჯერ შესაძლებელი არ არის ერთი საფულიდან მეორეში ბიტკოინის გადარიცხვა. კომპანია იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დაემატება ეს ფუნქცია აპლიკაციას, განაცხადს არ აკეთებს. მიუხედავად ამისა, მომხმარებლების თანახმად, ეს ბიტკოინის ყიდვის ყველაზე მარტივი გზაა და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ აქ არ არის დამატებითი ტრანზაქციის საკომისიოები, ყველაზე ეკონომიურიც.


წყარო: ccn.com

bottom of page