top of page

წითელი დღეები თებერვალშიც გრძელდება


კრიპტოვალუტის ბირჟებზე ფასის კლება გრძელდება!


2018 წლის დაწყებიდან დღემდე ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახოებით 100 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა. იანვრის თვეში დაფიქსირებული მაქსიმალური ფასიდან, კი ბიტკოინი 50%-ით შემცირდა და საბაზრო კაპიტალიზაციის 150 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.


კრიპტოვალუტის ბირჟებზე "წითელი" იანვარი უკვე ნორმას წარმოადგენს და ზედიზედ რამოდენიმე წელია ბიტკოინის ფასი მინიმალურ ნიშნულს სწორედ იანვრის თვეში აღწევს ხოლმე. თუმცა ეს ფასის შემცირება, როგორც წესი, მხოლოდ 2-3 დღეს გრძელდებოდა. 2018 წელს კი კრიპტოვალუტის ფასები უკვე ორ კვირაზე მეტია სულ წითელ ფერებშია. მრავალი ექსპერტის აზრით, რომელსაც ჩვენც ვიზიარებდით, ბიტკოინის ფასი 15-18 იანვარს დაფიქსირებული ვარდნის შემდეგ, ზრდის ტენდენციას უნდა დაბრუნებოდა, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა. სწორედ ამიტომ, ჩვენს მომხამრებელს მუდამ ვურჩევთ, არასოდეს გააკეთონ იმ მოცულობის ინვესტიცია, რომლის დაკარგვაც მათ სერიოზულ ფინანსურ ზიანს მიაყენებს.


აუცილებელი აღნიშნვნის ღირსია ეთერიუმი (ETH), რომელიც შემცირების მიუხედავად 1,000 დოლარიან ნიშნულზე დგას და ერთი შეხედვით, არც აპირებს უფრო მეტად შემცირებას - თუმცა ვნახოთ, არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ფასის შემცირება, ან სადამდე შეიძლება შემცირდეს იგი.


იმის გათვალისწინებით, რომ კითხვას - "რა ჭირს ბიტკოინს?", "სადამდე შემცირდება ფასი?", "ფასი ისევ გაიზრდება?" ძალიან ხშირად ვისმენთ, მოგახსენებთ ჩემს პირად აზრს, რომელიც არ უნდა მიიღოთ როგორც საინვესტიციო რჩევა. ჩემი შეხედულებით, ბიტკოინის ფასი აუცილებლად ისევ გაიზრდება, მაგრამ ფასის შემცირების პოტენციალი უსაზღვროა. გუშინ ერთ ავტორიტეტულ გამოცემაში წავიკითხე, რომ ბიტკოინის ფასი შეიძლება 9,000$ - მდეც კი შემცირდეს, თუმცა ამ ნიშნულზე არსებული შესყიდვის მსურველების დიდი რაოდენობის (Support Level) გამო, ფასი უფრო დაბლა არ წავიდოდა. დღეს დილას გაღვიძებულს კი ფასი 8,400$ დამხვდა.


თუ თქვე, არ განეკუთვნებით იმ ადამიანების კატეგორიას, რომელსაც ღრმად სწამს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის და ინვესტიცია მხოლოდ ფასის ზრდის მოლოდინით გააკეთეთ, უმჯობესია აღიაროთ თქვენი დანაკარგი და გამოხვიდეთ ბაზრიდან. ხოლო მათ, ვისაც ჩემს მსგავსად, სჯერა ამ ტექნოლოგიის გრძელვადიანი პერსპექტივის, არ აჰყვეთ პანიკას - კრიპტოვალუტის ბაზარი ძალიან სწრაფად ცვალებადია და წითელი ფერები რაღაც მომენტში აუცილებლად მწვანით შეიცვლება.


განცხადება: ეს ბლოგი წარმოადგენს ავტორის მოსაზრებას. გთხოვთ, არ მიიღოთ იგი, როგორც კვალიფიციური ფინანსური რჩევა. ყოველი გადაწყვეტილება მიიღეთ მხოლოდ საკუთარი ანალიზის საფუძველზე და მხოლოდ საკუთარი რისკის ფასად.

 
bottom of page