Facebook კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ რეკლამებს ბლოკავს
Facebook-მა გამოაცხადა, რომ ის ყველა რეკლამას დაბლოკავს, რომელიც კრიპტოვალუტებს ეხება. აქ იგულისხმება ყველაზე პოპულარული ბიტკოინიც და პირველადი ჟეტონების შემოთავაზებებიც (ICO). კომპანიის ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია თაღლითების დიდი რაოდენობით კრიპტოინდუსტრიაში. ძალიან ბევრი რეკლამა რეალურად ხალხს ატყუებს და თაღლითების მონეტებს სთავაზობს. სწორედ ამიტომ, არც ერთი რეკლამა, ისიც კი, რომელიც ლეგალურ შემოთავაზებას აკეთებს, Facebook-ზე აღარ იქნება.
რეკლამები, რომლებიც კომპანიის ამ ახალ წესს დაარღვევენ, დაიბლოკებიან Facebook-იდან და არა მარტო. ისინი დაიბლოკებიან იმ საიტებზეც, სადაც Facebook ყიდის თავის რეკლამებს, როგორიცაა Instagram და სხვა უფრო ნაკლებად ცნობილი აპლიკაციები.
„ეს წესი განზრახ გამოვუშვით, სანამ ვიმუშავებთ თაღლითების რეკლამების ამოცნობის დახვეწაზე. ჩვენ დავუბრუნდებით ამ წესს და შევცვლით მას იმის მიხედვით, თუ როგორ გავუმჯობესდებით“ - განაცხადა რობ ლეთერნმა, Facebook-ის რეკლამების ტექ დირექტორმა.
როდის განახორციელებს ახალ წესს Facebook, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ აშკარაა, რომ ამ წესის მეშვეობით ლეგალური კრიპტოვალუტების ხალხისთვის გაცნობა ბევრად რთული გახდება.
წყარო: recode.net