''შვეიცარიას უნდა იყოს პირველი კრიპტო ნაცია''
შვეიცარია ძალიან სწრაფად ითვისებს ბლოკჩეინ ინოვაციებს და აპირებს, რომ გახდეს ბლოკჩეინ სტარტაპების სამოთხე მსოფლიოში. Silicon valley-ს მსგავსად, მათ აქვთ Crypto valley, რომელიც მდებარეობს შვეიცარიის ერთ-ერთ ქალაქში, სახელად ცუგ. ეს ქალაქი სავსეა ბლოკჩეინ სტარტაპებით, რაც იმას ნიშნავს, რომ შვეიცარიას სურს იყოს, აშკარა მოწინავე ქვეყანა კრიპტო სამყაროში.
შვეიცარიის ეკონომიკის მინისტრმა, ჯოჰან შნეიდერ ამანმა, კრიპტო ფინანსების კონფერენციაზე კორპორატიული და ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის, რიომელიც ჩატარდა ალპებში იანვრის პირველ ნახევარში, განაცხადა: ‘’ შვეიცარიას უნდა, იყოს კრიპტო ნაცია’’
შვეიცარია ისედაც ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა კომპანიებისთვის, რადგან იქ ბიზნესის უაღრესად მეგობრული გარემოა და გამჭირვალობა მაღალია, რაც საუკეთესო გარემოს ქმნის ბლოკჩეინ სტრარტაპებისთვის.
ბლოკჩეინ ინდუსტრიის მოთემაშეები რეგულაციების კამათში ორივე მხარეს არიან, lykke-ს, გაცვლითი ბაზრის, დამფუძნებელი აცხადებს რომ ICO-ებს რეგულაცია არ სჭირდება, რადგან ისინი საკუთარ თავს თავად დაირეგულირებენ მსგავსად გაზიარებული ეკნომიკური მოდელისა, მაგრამ შვეიცარია ამ უკანასკნელ გზას სრულად არ დანერგავს. იქ უკვე არსებობს იცნობდე შენ კლიენტს (KYC) და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) რეგულაციები.
FT-ის მიხედვით, შვეიცარიაში დაფუძნებულმა ICO-ებმა მოახერხხეს, მოეზიდათ 550 მილიონი დოლარი 2017 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი - 580 მილიონის. ეს არის ორი მოწინავე ქვეყანა ამ სახით ფულის მოზიდვაში. მსოფლიოს მასშტაბით მოზიდული ფული შეადგენს 4 მილიარდ დოლარს 2017 წლის მონაცემებით.
2018 წელსაც ICO-ებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. კრიპტო ველის ვაჭრობის ჯგუფი ყოველდღიურად 10 განაცხადს იღებს შვეიცარიული ICO-ს გასაკეთებლად, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მაგალითად, შვეიცარიულ-ისრაელის ICO, Sirin Labs, ბლოკჩეინ სმარტ ტელეფონების მწარმოებელმა 157 მილიონი დოლარი მოიზიდა. შვეიცარიის დიდი კონკურენტად ითვლება ასევე გიბლარტარი, სადაც გილბლარტარის ფასიანი ქაღალდების ბაზარიც აკეთებს ICO-ს.
საბოლოოდ, მთლიანი ICO-ების 40% უკვე შვეიცარიულია.
წყარო: ccn.com, financialtimes.com