top of page

კრიპტო სტარტაპი, რომელმაც მილიონები მოიპარა და თავის გვერდზე ერთი სიტყვა, "Penis" დატოვა.


Prodeum ახალი კრიპტოვალუტა იყო, რომელმაც ICO-თი მილიონობით დოლარი მოიზიდა, მაგრამ უეცრად ვებ გვერდმა მუშაობა შეწყვიტა.


როგორც აღმოჩნდა, ეს ახალი პლატფრომა თაღლითებს ეკუთვნოდა. სასურველი თანხის მიღების შემდეგ, მათ საიტი დახურეს და ერთი სიტყვა დატოვეს: „Penis”. ხუმრობას უფრო სასაცილოს ხდის ის ფაქტი, რომ Prodium-ი ცნობილი მედიკამენტია, რომელიც ურინარული ტრაქტის ინფექციების საწინააღმდეგოდ იხმარება. როგორც ჩანს, თაღლითებს იუმორის გრძნობა ნამდვილად ჰქონდათ.



სტარტაპი მომხმარებლებს სთავაზობდა ახალი ბოსტნეულის სახლში მიტანას ეთერიუმის პლატფორმაზე დაფუძნებული ბლოკჩეინის მეშვეობით. და ხალხმა ეს იდეა სერიოზულად აღიქვა. მათი "მიზანი" ‘ხილისა და ბოსტნეულის ინდუსტრიაში რევოლუციის მოხდენა’ იყო.


„ეს არის იდეა, რომლის დროც მოვიდა. ჩვენ ვამაყობთ და მოხარულები ვართ რომ ეს ახალი ტექნოლოგია მსოფლიოს გავაცანით!“ - განაცხადა Prodeum-ის პროდუქციის მენეჯერმა, როკას ვედლუგამ.


საბოლოოდ გაირკვა, რომ სტარტაპის გუნდის წევრები თაღლითები იყვნენ და სხვის იდენტობებს იყენებდნენ. მათ შექმნილი ჰქონდათ ყალბი Linkedin-ის ანგარიშები ყალბი სურათებით, რომლებიც საიტის გაქრობასთან ერთად წაიშალა.


მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რეალურად რამდენი მოიპარეს თაღლითებმა, ვარირებს, მაგრამ უმეტესობის თქმით, საუბარია მილიონობით დოლარზე.


წყარო: metro.co.uk

bottom of page