top of page

"Tiberius Group" მეტალის ფასით გამყარებული ვალუტის გამოშვებას გეგმავს


შვეიცარიაში დაფუძნებული სავაჭრო ფონდი, “Tiberius Group” გეგმავს ახალი კრიპტოვალუტის გამოცემას. ე.წ. Tiberius Coin გამყარებული იქნება მეტალების ფასებით. იმის გამო, რომ კრიპტოვალუტების ღირებულებები ძირითადად საკმაოდ მერყევია, კომპანიამ გადაწყვიტა ისეთი ვალუტის გამოშვება, რომელიც გამყარებული იქნებოდა ნამდვილი პროდუქტებით. „Tiberius Group” გეგმავს მონეტის რამდენიმე განსხვავებული ვერსიის გამოშვებას. ერთი დაემყარება ისეთ იშვიათ მეტალებს, როგორებიცაა პალადიუმი, პლატინუმი და ოქრო; მეორე გამყარებული იქნება საკმაოდ ხშირი მეტალებით: სპილენძით, კალით და თუთიით, მესამე კი ალუმინუმით, ნიკელითა და კობალტით, რომლებიც ხშირად გამოიყენება ავტომობილებში.

Tiberius coin-ი არ არის პირველი, რომელიც მეტალის ფასითაა გამყარებული, მაგრამ სხვა მსგავსი წამოწყებებიდან მას Tiberius group-ის წარმატებულობა და საზოგადოების მხრიდან დიდი ნდობა გამოარჩევს. ამასთან, კომპანია აპირებს, რომ ვალუტის გამოშვებამდე გაითვალისწინოს შვეიცარიის ყველა რეგულაცია, რაც კრიპტოვალუტებს ეხება.

კომპანიის ეს საქციელი არსებულ ტრენდს შეესაბამება, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა ორგანიზაციები უშვებენ კრიპტოვალუტებს მარკეტინგული და ცნობადობის გაზრდის მიზნით. ამ ტრენდის ნათელი მაგალითია Kodak-ი, რომელმაც ასევე გამოაცხადა, რომ ის საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას აპირებს. ბევრი ინვესტორის აზრით, ეს მხოლოდ დასაწყისია და მალე სულ უფრო და უფრო მეტი ინსტიტუტი ჩაებმება ამ საქმიანობაში.

წყარო: ccn.com


bottom of page