top of page

Coincheck დაზარალებულებს თანხას დაუბრუნებს


ტოკიოში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტების ბირჟამ, საიდანაც რამდენიმე დღის წინ 530 მილიონი დოლარის ღირებულების NEM-ი მოიპარეს, გამოაქვეყნა გეგმა, რომლის მიხედვითაც ისინი თანხას აუნაზღაურებენ დაზარალებულებს. ზუსტად როგორ მოხდა Coincheck-ის გატეხვა, ჯერჯერობით უცნობია და გამოძიება ამ საკითხზე მუშაობს.


კომპანია ასანაზღაურებელ თანხას გამოიანგარიშებს ფასის მოცულობის საშუალო მაჩვენებლით. გამოანგარიშების პერიოდია 26 იანვრის 12:09 საათიდან (იაპონიის დროით) 27 იანვრის 23:00 საათამდე (იაპონიის დროით).


კომპენსაციის ოდენობა იქნება 88.549 იაპონური იენი (დაახლოებით 0.8 აშშ დოლარი) თითო მოპარულ Nem-ზე. შეგახსენებთ, რომ მოპარულია 260,000 Nem.


კომპანიამ დიდი ბოდიში მოუხადა ყველა დაზარალებულს და განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ საქმის შესწავლას და, შედეგად, გაამყარებენ პლატფორმის დაცვას. მათ ისიც განმარტეს, რომ პლატფორმა თავის თანხებს ცხელ (ონლაინ) საფულეში ინახავდა და, ამასთან, საიტზე არ იყო მულტი-ხელმოწერის ფუნქცია, რისი მეშვეობითაც მესამე პირის დასტურის გარეშე არცერთი ოპერაცია არ სრულდება.


წყარო: ccn.com

bottom of page