top of page

Bitcoin-ის განადგურების 7 სცენარი

ძალიან ხშირად ვისმენთ კითხვას - "შეიძლება ბიტკოინი ოდესმე განადგურდეს?" კრიპტოვალუტის მიმართ უფრო სკეტიკურად განწყობილი ადამიანებისგან კი კითხვა შემდეგნაირად ჟღერს ხოლმე - "როდის გაქრება ბიტკოინი?". ამ კიხვაზე პასუხის გასაცემად გთავაზობთ www.coindesk.com-ის ჟურნალისტის სებასტიან მუნიერის სტატიის მიხედვით მომზადებულ ანალიზს.


პირველ რიგში გეტყვით, თითქმის 10 წლიანი არსებობის განმავლობაში, განუწყვეტელი ფასისა და გამოყენების ზრდის მიუხედავად, ბიტკოინი "განადგურებულად" უკვე დაახლეობით 200 ჯერ გამოაცხადეს. საკმაოდ გავლენიანი, კარგი რეპუტაციისა და განათლების მქონე ადამიანები არ წყვეტენ საუბარს იმაზე, რომ კრიპტო ვალუტების, ძირითადად კი ბიტკოინის დღეები დათვლილია და ისინი ძალიან მალე განადგურდებიან.

გთავაზობთ 7 სცენარს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა ბიტკოინი მართლაც განდგურდეს უახლოესი 5 წლის გნმავლობაში. 5 წლიანი დროის ინტერვალი აღებულია იმის გამო, რომ ფაქტიურად შეუძლებელია, უფრო გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება ესოდენ სწრაფად განვითარებად ინდუსტრიაში.

სცენარი 1: არმაგედონი

ალბათობა (უახლოეს 5 წელში): თითქმის ნული

ზეგავლენა ბიტკოინზე: მყისიერი "სიკვდილი"

იმ შემთვევაში, თუ ელექტროენერგიის ყველა წყარო გაითიშება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბიტკოინის ნოდები ვერ შეძლებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას. შესაბამისად ბლოკჩეინი გაჩერდება. მიუხედავად ამისა, როდესაც ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება სავარაუდოდ ქსელი ფუნქციონირებას გააგრძელებს ყველაზე გრძელი ჯაჭვით, რომელიც "არმაგედონამდე" არსებობდა.

მთელს დედამიწაზე ელექტროენერგიის გათიშვის ალბათობა ძალიან მცირეა და ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ მზის ელექტრომაგნიტური ქარიშხლის შემთხვევაში, რაც თეორიულად დედამიწაზე არსებულ ყველა ელექტრო მოწყობილობას გადაწვავს.

სცენარი 2: კრიტიკული პროგრამული ხარვეზი

ალბათობა (უახლოეს 5 წელში): დაბალი

ზეგავლენა ბიტკოინზე: მნიშვნელობის სწრაფი დაკარგვა


შემთხვევა, როდესაც ბიტკოინის ბლოკჩეინი განახლდება, ამ განახლებას მთლიანი ქსელი დაეთანხმება, თავად განახლება კი ხარვეზის შემცველი იქნება. ამის ალბათობა ძალიან მცირეა, რადგან მთლიანი ქსელის შეთანხმება, არცთუ მარტივი საკითხია, ხოლო ყოველი განახლების კოდი აღსრულებამდე ღიად იდება ქსელში განსახილველად. რთულად თუ წარმოვიდგენთ, რომ კოდის სისწორეს ყველა დაეთანხმოს ის კი ხარვეზიანი აღმოჩნდეს.


სცენარი 3: ორკაპების კასკადი

ალბათობა (უახლოეს 5 წელში): დაბალი

ზეგავლენა ბიტკოინზე: მნიშვნელობის ეტაპობრივი დაკარგვა


ბლოკჩეინის ორკაპები (Fork-ები), მაშინ ხდება, როდესაც ნოდები ვერ თანხმდებიან სამომავლო განვითარების გეგმაზე (ან ფულის გამო)

ალბათ ყველას გვახსოვს, ზაფხულში მომხდარი ბიტკოინის ორკაპი, რომლის შედეგადაც მივიღეთ ვალუტა Bitcoin Cash (BCH). ეს ორკაპი ბიტკოინზე დადებითად აისახა, რადგან შემცირდა ქსელის სიმძლავრე რამაც მოპოვება უფრო მომგებიანი გახადა. ამან თავის მხრივ, კვლავ გაზარდა ქსელის საერთო სიმძლავრე. თუ წარმოვიდგენთ სცენარს, სადაც ბიტკოინის ბლოკჩეინი მრავალჯერ გაიხლიჩება, მისი ქსელის სიმძლავრე შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს, რაც გამოიწვევს უსაფრთხოების დონის კლებას და შესაბამისად ვალუტის გამოყენებადობისა და მნიშვნელობის გაქრობას.


სცენარი 4: ერთობლივი შეტევა სახელმწიფოების მხრიდან

ალბათობა (უახლოეს 5 წელში): საშუალო - დაბალი

ზეგავლენა ბიტკოინზე: მნიშვნელობის სწრაფი დაკარგვა

თუ ყველა სახელმწიფო ერთდროულად გადაწყვეტს აკრძალოს კრიპტოვალუტის გამოყენება, მათ შეუძლიათ ყველა ბლოკჩეინთან დაკავშირებულ კომპანიას დაუხურონ საბანკო ანგარიშები. თუ კრიპტოვალუტის შეძენა და განაღდება აბსოლიტურად შეუძლებელი გახდება, კატასტროფულად დაიკლებს მათი გამოყენებადობაც. თუმცა, კაცობრიობის არსებობის მანძილზე ძნელია გავიხსენოთ შემთხვევა, როდესაც ყველა სახელმწიფო ერთხმად შეთანხმდა ამა თუ იმ საკითხზე და შეთანხმების გარდა ყველამ ერთსულოვნად შეასრულა ეს შეთანხმება.

სცენარი 5: მასშტაბური ჰაკერული შეტევა

ალბათობა (უახლოეს 5 წელში): საშუალო

ზეგავლენა ბიტკოინზე: დროებითი კრახი (Crash)

იმისათვის, რათა ბლოკჩეინი გაყალბდეს და მასში არასწორი ინფორმაცი აისახოს, საჭიროა შეტევა განახორციელოს ისეთმა ნოდმა (ნოდებმა), რომელთაც აქვთ მთლიანი ქსელის სიმძლავრის 51%. ამის რისკი იზრდება მსხვილი სამომპოვებლო რიგადების გამო, რომელთა საერთო სიმძლავრეც ამ ნიშნულს უახლოვდება.


სცენარი 6: უკეთესი კრიპტოვალუტის გამოჩენა

ალბათობა (უახლოეს 5 წელში): საშუალო - მაღალი (რედაქცია)

ზეგავლენა ბიტკოინზე: მნიშვნელობის ეტაპობრივი დაკარგვა


სიმართლე ითქვას, ბიტკოინზე უკეთესი კრიპტოვალუტები უკვე არსებობს. რომელბიც უფრო სწრაფი, იაფი და მრავალფუნქციურია. მაგრამ ბიტკოინი საერთაშორისო ბრენდია და ყველა კრიპტოვალუტის ერთობლიობას ხშირად "ბიტკოინებსაც" კი უწოდებენ. იმის ალბათობა, რომ სხვა რომელიმე ვალუტის ცნობადობა უფრო მაღალი იქნება ვიდრე ბიტკოინისა საშუალო ან მაღალია, თუმცა რამდენად მოხდება ეს ყველაფერი უახლოეს 5 წელში ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.


სცენარი 6: ბაზრის გადაღლა

ალბათობა (უახლოეს 5 წელში): დაბალი

ზეგავლენა ბიტკოინზე: მნიშვნელობის ეტაპობრივი დაკარგვა

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტო სტარტაპები, რომლებიც დღესდღეობით ბაზარზე სოკოებივით ჩნდებიან, ვერ შეძლებენ რაიმე ხელშესახები ღირებულების შექმნას დიდი შანსია მსოფლიომ დაკარგოს ნდობა კრიპტოვალუტების მიმართ და ეს ცხადია, ბიტკოინზეც აისახება. თუმცა ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან უკვე სახეზეა ისეთი კრიპტოვალუტები, რომეთაც უკვე მიაგნეს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების ინოვაციურ და სასარგებლო გზებს. სხვადასხვა კრიპტოვალუტა გამოიყენება მიწოდების ჯაჭვების (Supply Chain), ხელშეკრულებების (smart contracts), ნივთების ინტერნეტის (Internet of Things) და ცხადია საერთაშორისო გადარიცხვების გასაამრტივებლად და გასაუმჯობესებლად.


წყარო: www.coindesk.com

bottom of page