top of page

Goldman Sachs ბიტკოინით ვაჭრობას უარყოფს


Goldman Sachs მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1869 წელს გამოჩნდა.


მიმდინარე წლის ოქტომბერში Wall Street Journal-ისათვის მიცემულ ინტერვიუში Goldman Sachs-ის გენერალურმა დირექტორმა ლოიდ ბლენკფაინმა განაცხადა, რომ კომპანია საკუთარ კლიენტებს ბიტკოინით ვაჭრობასაც შესთავაზებდა.


ბოლო კვირაში კი როგორც ჩანს Goldman Sachs-ის პოზიცია კრიპტოვალუტასთან მიმართებაში მნიშნველოვანდ შეიცვალა. საკუთარ კველვაში, კომპანიამ ინვესტორებს ურჩია თავი შორს დაეჭირათ ბიტკოინის ბუშტისგან. კველვაში ბიტკოინის ფასის დინამიკა ცნობილ DotCom კრიზისსა და ტულიპომაინას არის შედარებულილი. გარდა ამისა, კველვაში ვკითხულობთ:


„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ციფრულ ვალუტას, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზეა დამყარებული უნდა ქონდეს შემდეგი უპირატესობები: გლობალური გადარიცხვების სიმარტივე, დაბალი საკომისიოები, კორუფციის შემცირება, მფლობელობის უსაფრთხოება და ასე შემდეგ. ბიტკოინი კი არცერთ ამ მახასიათებელს არ ფლობს!“


გუშინ კი Goldman Sachs-ის გენერალურმა დირექტორმა, CNBC-სათვის მიცემულ ინტერვიუში, იმას რომ Goldman Sachs კრიპტოვალუტით ვაჭრობდა ტყუილი უწოდა და განაცხადა:

:

„ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენს კლიენტებს შევთავაზებდით კრიპტოვალუტით ვაჭრობას, რადგან ჩვენ ბროკერები ვართ და ვალდებულნი ვართ კლიენტს მისთვის სასურველი ნებისმიერი აქტივის შეძენაში დავეხმაროთ. სწორედ ეს ვიგულისხმე, როდესაც ვამბობდი რომ ვაპირებდით კლიენტებისათვის ეს სერვისი შეგვეთავაზებინა. თუმცა, მიმდინარე ეტაპზე ჩვენ არ ვვაჭრობთ ბიტკოინით“.


რამ გამოიწვია მსხვილი საინვეტიციო ბანკის პოზიციის ასეთი რადიკალური ცვლილება უცნობია, თუმცა შეგვიძლია პარალელი გავავლოთ JP Morgan-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯემი დაიმონის სექტემბრის განცხადებასთან, როდესაც მან ბიტკოინს თაღლითობა უწოდა, განცხადების მერე კრიპტოვალუტის ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავად JP Morgan-მა შემცირებულ ფასზე დიდი რაოდენობით ბიტკოინი შეისყიდა.

bottom of page