რიპლმა ორი ახალი პარტნიორი შეიძინა
რიპლმა ახლახანს ხელი მოაწერა ორ კომპანიასთან, IDT Corporation-თან და MercuryFX-თან თანამშრომლობას. ეს კომპანიები საერთაშორისო გადახდის პროვაიდერები არიან, რომლებიც ყოველწლიურად მილიონობით ტრანზაქციას ატარებენ.
ორივე კომპანია გამოიყენებს რიპლის xRapid-ის პლატფორმას, რომელიც სხვადასხვა ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს, დაზოგონ ფული და მიაღწიონ მაქსიმალურ ლიკვიდურობას. რიპლს უნდა, დაამტკიცოს, რომ xRapid ბევრად ჩქარი და იაფია, ვიდრე სხვა გადახდის მეთოდები. პლატფრომა შექმნილია იმისათვის, რომ გლობალურ ბანკებს შესთავაზოს ფულის გადაგზავნის სერვისები რაც შეიძლება დაბალი ხარჯებით, რომლებიც, ძირითადად, nostro და Vostro ანგარიშებთანაა დაკავშირებულლი.
Nostro ანგარიშია ანგარიში, რომელსაც ბანკი ფლობს სხვა ქვეყანაში ამ კონკრეტული ქვეყნის ნაციონალურ ვალუტაზე. სხვა ქვეყნის ბანკში არსებული ეს ანგარიში კი ამ ქვეყნისთვის Vostro ანგარიშად ითვლება. თუ ეს ანაგრიშები იარსებებს ერთ პლატფრომაზე და დაცული იქნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიით, ფულის დინება ბევრად გამარტივდება, რაც დაზოგავს ბევრ დროსა და, როგორც აღვნიშნეთ, შეამცირებს ხარჯებს.
IDT Coropration-ისა და MercuryFX-ის გარდა, იანვრის დასაწყისში უმსხვილესმა გადახდების გლობალურმა პროვაიდერმა, Money Gram-მა, და მექსიკურმა ბანკმა Cuallix-მაც გამოაცხადეს, რომ ისინი გამოიყენებენ xRapid-ს.