top of page

‘’ყველაზე დიდი ძარცვა კრიპტო ისტორიაში’’ მოპარულია 530 000 000 $


მსოფლიოს ისტორიაში უკვე ჩაიწერა ტოკიოში მდებარე კრიპტოვალუტების ბირჟის დაჰაკვა, რადგან ამხელა მოცულობის თანხა არავის წაუღია. ჯერ კიდევ ბევრი რამ გაურკვეველია.

პრეს კონფერენციაზე Coinchek-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჰაკერებმა მოიპარეს 500 000 000 ცალი NEM, რაც მოპარვისას 530 მილიონი დოლარის ღირებულების იყო. ამასთან, ნიკეი ვერიტასმა კონფერენციიდან ტვიტერზე დაპოსტა, რომ ზუსტ თანხას, თუ რამდენი არის მოპარული, ვერ ამბობენ, რადგან გამოძიება ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო.

ამ შემთხვევამ ისტორიულ mt Gox-ის ძარცვასაც გადაასწრო , საიდანაც თავის დროზე 850 000 ცალი ბიტკოინი მოიპარეს, რაც იმ მომენტში 450 000 000 დოლარს უდრიდა. რა თქმა უნდა, მტ გოქსის ქურდობა ბევრად დამაზიანებელი და მასშტაბური ჩანდა მაშინ, რადგან ის ბიტკოინების მთლიანი კაპიტალიზაციის ბევრად დიდი ნაწილი იყო ვიდრე ახლა არის 500 მილიონი ცალი NEM. სამაგიეროდ, coinchek-ის საქმემ ყველა რეკორდი მოხსნა და ჯერჯერობით ისეთი ბირჟის სახელი აქვს, რომელსაც ყველაზე მეტი კრიპტოვალუტა მოჰპარეს, წმინდა ფისკალური კუთხით.

წერის მომენტში ჰაკერებმა 300 000 ცალი ნემ გადაიტანეს სხვა მისამართზე. ორივე მისამართი მონიშნულია და მას ოფიციალური ბირჟები დაბლოკავენ.

ცნობილია, რომ ჰაკერებმა მხოლოდ ნემის საფულეში შეაღწიეს, ხოლო დანარჩენი ფონდები, კოინჩეკის თქმით, დაცულია.

თავდაპირველად ტრეიდერებში პანიკა ჩამოვარდა, რადგან ყველას ეგონა, რომ სხვა საფულეებიც რისკის ქვეშ იდგნენ. ამის მიზეზი იყო ერთ-ერთი მომხმარებლის ტვიტი, რომლის თანახმადაც 110 მილიონის ღირებულების რიპლიც იქნა გადაგზავნილი უცნობ მისამართზე, რომელიც 3 მილიარდის რიპლს ინახავდა, მაგრამ როგორც ბოლოს გაირკვა ეს თავად კოინჩეკის დაცვითი მექანიზმი ყოფილა.

NEM foundation-ის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ აქ არაფერ შუაში იყო თავად ვალუტის დაცვის ხარვეზი, მათ მთელი დაცვის პასუხისმგებლობა კოინჩეკს და მათ დაცვის სისტემას დააკისრეს

კოინჩეკის მაღალჩინოსნებმა ასევე აღიარეს, რომ თავაინთი კომპანიის უმეტეს ფონდს ცხელ საფულეებზე ინახავდენენ, რაც ჰაკერებისთვის ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი საფულეა. ამის თაობაზე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ბლოგიც (საფულეების უსაფრთხოება).

უცნაურია, რომ გახშირებული ძარცვების გამო, უმეტესი ბირჟა წესით თავიანთი ფონდების დიდ ნაწილს ცივ საფულეებზე ინახავენ, რისი გატეხვაც თითქმის შეუძლებელია, კოინჩეკის მენეჯმენტმა კი განაცხადა ‘’ჩვენი ცივი საფულეების მენეჯმენტი ძალიან ბევრ პრობლემასთან იყო დაკავშირებული, და ამიტომ ცხელ საფულეებზე ვინახავდით ყველაფერს’’. უფრო უარესიც, კოინჩეკს ასევე არ ჰქონია დანერგილი Nem-ის მულტი ხელმოწერების გონიერი კონტრაქტი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებდა თავიანთ დაცვის სისტემებს.

Nem foundation-ის პრეზიდენტმა ორკაპის სავარაუდო ჭორებიც გააქარწყლა და თქვა, რომ იგი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ორკაპის გაკეთებას, რათა დააბრუნონ მოპარული ჰაკერებისგან. ამის მიზეზი კი ისაა, რომ NEM ვალუტის დაცვის ბრალი ამ შემთხვევაში არაფერია, ყველა პასუხისმგებლობა კოინჩეკის რბილ დაცვის სისტემას დაეკისრა.

საბოლოოდ კოინჩეკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მათ სურთ ოპერაციების განახლება და ასევე დაპირდნენ დაზარალებულ მომხმარებლებს დაკარგული თანხის ანაზღაურებას, მაგრამ თუ რა მეთოდებით დააბრუნებენ ისინი ამ ფონდებს, ეს უცნობია.

წყარო: ccn.com, coincheck.com , twitter.

მოვლენები ჯერ მხოლოდ ახლა ვითარდება ტოკიოში, მოიწონე კრიპტოზ Facebook გვერდი და გაიგე კრიპტო სიახლეები პირველმა.

bottom of page