Reddit-ის თანადამფუძნებელი ირჩევს სტელარს (XLM) 2018 წლისთვის
Reddit-ის თანა-დამფუძნებელი და CEO, ალექს ოჰანიან უფროსი, გამოხატავს თავის ირიბ მხარდაჭერას სტელარ ლუმენის მიმართ. გუშინ, 23 იანვარს, მან ტვიტერზე სტელარის რედიტის სუბრედიტი გააზიარა და თან დაურთო, რომ ღირდა მათი არხის გამოწერა.
ოჰანიანი არასოდეს მალავდა, რომ დიდად დაინტერესებული იყო კრიპტოვალუტებით და არც ის ყოფილა არავისთვის გასაკვირი, რომ სტელარს ენდორსმენტი გაუკეთა. წინა ივნისის თვეში, მან ტვიტერზეც გააზიარა პოსტი გოლემ ქოინზე, ბლოკჩეინ პროექტზე, რომელსაც უნდა, რომ სუპერკომპიუტერების გლობალური სიმძლავრე გააუმჯობესოს და დაძლიოს ყველა პრობლემა, რაც მას თან ახლავს. აღსანიშნავია, რომ მაშინ მისი ტვიტი უცნაურად დაემთხვა გოლემის ფასის საგრძნობ ზრდას.
ამით ყველაფერი არ დამთავრებულა; გოლემზე დაწერამდე ერთი თვით ადრე, მან მსოფლიოში ეთერიუმისა და კრიპტოვალუტებისადმი მზარდ ინტერესზე ილაპარაკა ტვიტერზე, რასაც მოჰყვა გაზაფხული/ზაფხულის ალტკოინების ცნობილი ბუმი. უფრო უკან თუ წავალთ, ბატონ ოჰანიანს 2013 წელსაც აქვს ინტერვიუ მიცემული ბიტკოინზე, სადაც მან განაცხადა ‘’მე ვარ ფრთხილი ოპტიმიზმით განწყობილი ბიტკოინის მიმართ, მაგრამ ამასთან ერთად დაინტრიგებულიც.’’
ოჰანიანის ენთუზიაზმი სტელარის მიმართ რითია გამოწვეული, ამაზე მხოლოდ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ არსებობს ასეთი კომპანია, სახელად Fairx, კრიპტო - ტრადიციული ვალუტების გაცვლითი ბირჟა, რომელსაც მხარს უმაგრებს კომპანია IBM. FAIRX-მა გამოაცხადა რომ სტელარს აქტიურად გამოიყენებს თავიანთი გაცვლითი პლატფორმისთვის. ინვესტორები კი კომპანიის დეველოპმენტის სიახლეებს ელოდებიან იანვრის ბოლოს-თებერვლის დასაწყისში, რაც, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზუსტად სტელარისა და FAIRX კავშირზე იქნება დამოკიდებული, რამაც ძალიან კარგი გავლენა შეიძლება იქონიოს კრიპტოვალუტაზე
სტელარს თავისი სიახლეც აქვს მომზადებული იანვრის ბოლოსთვის: სინგაპურის კონფერენციის შემდეგ, მათ გადაწყვეტილი აქვთ, გამოუშვან ''ROADMAP'', პროგრესის განრიგი, 25 იანვარს. სტელარი უკვე რამოდენიმეჯერ გააშუქეს მასმედიაშიც, MSNBC და TIMES. კულუარებში მას ‘’შემდეგი ბიტკოინიც’’ კი უწოდეს.
ამ ყველაფერთან ერთად, წინა კვირას, ცნობილი კრიპტოვალუტების ენთუზიასტმა, John Mcafee-მ, სტელარი აირჩია, როგორც კვირის მონეტა.
წყარო: ccn.com , tweeter.com, msnbc, times.