top of page

Wall Street-ზე მოწყენილობაა


(წყარო: cointelegraph.com)

დაბალი მერყეობის გამო wall street ზე ინვესტორები იძულებულები არიან არატრადიციული აქტივებით ივაჭრონ, როგორიც არის მაგალითად ბიტკოინი, იმ იმედით, რომ კრიპტოსამყაროში უფრო მეტი ამონაგები მიიღონ. ამჟამად, Deutsche Bank-ის წარმომადგენლის თქმით, wall street-ის შიშის ინდექსსა და ბიტკოინის ფასს შორის კორელაცია დღითი დღე იზრდება. გლობალური ფინანსური ანალიტიკოსი, მასაო მურაკი, სწორედ ამ სტატიაში აღნიშნავს, რომ Wall street-ის მერყეობის ინდექსი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც შიშის ინდექსი (VIX), უკუპროპორციულია ბიტკოინის ფასისა. აღსანიშნავია, რომ ეს ინდექსი, რომელსაც The Chicago Board Options Exchange Volatility Index ეწოდება, არის ყველაზე პოპულარული და გამოყენებადი ინდექსი ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოკლევადიანი მერყეობის გამოსახატად. იგი ზომავს ახლო პერიოდში ფასის მერყეობის სიმძლავრეს, რომელიც ახლა ისტორიულ მინიმუმზეა მისული, ანუ ეს ნიშნავს, რომ ინვესტორები ბევრს არაფერს ელიან ფასიანი ქაღალდების ბაზრებიდან.

(წყარო:tradingviewe.com)

ბოლო ცხრა წელია, NYSE-ზე, ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე, ‘’BULL MARKET’’, ანუ ფასების აღმავლობის პერიოდი იყო. მსოფლიო ფინანსურ ისტორიაში ეს მეორე ყველაზე ხანგრძლივი აღმავლობის პერიოდია. ამერიკის ეკონომიკა მტკიცედ იზრდება; 2017 წლის მესამე მეოთხედში მშპ 3.2%-ით გაიზარდა.

ამასთან ერთად, 2008 წლიდან მოყოლებული, დაბალი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც კრისიზის გამო მიიღეს, კიდევ ძალაში რჩება. ფინანსური კრიზისის დროს ეს საპროცენტო განაკვეთი საერთოდ 0-მდეც კი დაეცა და გაზრდითაც ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 5%-მდე აიწია ფედერალური სარეზერვო ბანკის მარეგულირებელი კომისიის მიერ. ყველაზე დიდი ზრდა წინა წლის დეკემბერში დაფიქსირდა, სადაც მოკლევადიანი ფონდების საპროცენტო განაკვეთი 1.25%-დან 1.5%-მდე გაიზარდა.

დაბალმა საპროცენტო განაკვეთმა ინვესტორები კარგ პირობებში მოაქცია და უამრავმა მათგანმა საფონდო ბირჟას მიმართა მაღალი მოგების სანახავად. ბაზარი დროთა განმავლობაში გაიზარდა, რაც Tina ეფექტმა (THERE IS NO ALTERNATIVE - არ არსებობს ალტერნატივა) გამოიწვია. დღესდღეისობით კი, ვინაიდან მერყეობის ინდექსი დაცემულია, ისინი ახალ საშუალებებს ეძებენ და უფრო მეტი აქტივების კლასებს იმატებენ თავიან პორტფოლიოებში, მაგალითად ისეთებს, როგერებიცაა კრიპტოვალუტები.

(წყარო: coinmarketcap.com)

2017 წლის დეკემბერსა და ამჟამინდელ დროს შორის VIX ინდექსი ისტორიული მინიმუმამდე დავიდა, კრიპტობაზრებზე კი პირიქით - მერყეობა არნახულ დონეებზე ადიოდა, რაც გამოიხატებოდა ორნიშნა რიცხვიანი ვარდნითა და ზრდით 24 საათში, რაც ტრადიციულ ბაზრებზე არ ხდება, ხოლო კრიპტო ბაზრებზე ეს ჩვეულებრივი ამბავია.

მაგალითისთვის, 22 დეკემბერს ბიტკოინის ფასი დაეცა 22 პროცენტით, მაგრამ იგი 91%-ით მაინც გაზრდილი იყო დეკემბრის თვის განმავლობაში. ასევე coinmarketcap-ის მიხედვით, კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი მონეტის, ტრონის (TRX), ფასი გაორმაგდა 36 საათის განმავლობაში (17-19 იანვარი).

ასეთი გარემო ჩვეულებრივია კრიპტო ენთუზიასტებისთვის, მაგრამ ახლა უკვე, როგორც ჩანს, Wall Street-ის ინვესტორებიც ერთვებიან კრიპტოინდუსტრიაში, რადგან ტრადიციულ ბაზრებზე მოწყენილობა სუფევს.

წყარო: ccn.com, markets.businessinsider.com

bottom of page