top of page

CryptoZ Forum - კრიპტოსამყარო

მოგესალმებით!

კიდევ ერთხელ გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს, რომელიც მუდმივად გვეხმარება ჩვენი ვებ გვერდის გაუმჯობესებაში და ბლოკჩეინ ტექნოლოგიისა და კრიპტოვალუტის ხელმისაწვდომობის გაზრდაში. ჩვენი რეგულარული მომხმარებლების რაოდენობის ზრდიდან და ზოგადად გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, გადვწყვიტეთ შეგვექმნა დახურული Facebook ჯგუფი - „CryptoZ Forum - კრიპტოსამყარო“ სადაც ჩვენი მომხმარებლები რეგულარულად შეძლებენ ერთმანეთს გაუზიარონ სხვადასხვა სიახლეები, რჩევები და დაეხმარონ ერთმანეთს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში.

ამ ჯგუფში, შეგიძლიათ დასვათ კითხვები, გაუზიაროთ ერთმანეთს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და იმსჯელოთ ამა თუ იმ თქვენთვის საინტერესო თემაზე. იმისათვის, რომ ჯგუფმა მიაღწიოს საკუთარ მიზანს გთხოვთ:

1) პატივი ვცეთ ერთმანეთს - არ არსებობს სულელური კითხვა და ხშირად არ არსებობს ერთი სწორი პასუხი ამა თუ იმ საკითხზე, ამიტომ გთხოვთ მაქსიმალურად დაიცვათ კორექტულობა.

2) ჯგუფში ინფორმაციის განთავსებისას, გთხოვთ მაქსიმალურად აკონტროლოთ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა და სისწორე.

3) თუ გსურთ, რეკომენდაცია გაუწიოთ ამა თუ იმ კრიპტოვალუტას ან ICO-ს, გთხოვთ დაასაბუთოთ თქვენი პოზიცია.

4) იაქტიურეთ! - თქვენი აქტიურობა და ჩართულობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან სხვაგვარად, შეუძლებელია ეს გვერდი გახდეს სასარგებლო და ინფორმატიული.

ჯგუფის წევრებს, რომლებიც ყველაზე მეტად იაქტიურებენ, მიენიჭებათ მოდერატორის სტატუსი და იმედი გვაქვს დაგვეხმარებიან ამ ჯგუფის მართვაში.

პატივისცემით CryptoZ გუნდი

bottom of page