top of page

Cryptopia-ზე რეგისტრაციის ინსტრუქცია

ჩვენს მომხმარებელში გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით, გთავაზობთ, კრიპტოვალუტის ბირჟა Cryptopia-ზე რეგისტრაციის ინსტრუქციას.


პირველ რიგში გეტყვით, რომ Cryptopia არის ალტკოინების ბირჟა, რომელზეც 600-ზე მეტი კრიპტოვალუტა ივაჭრება და ახალად გამოჩენილი, მცირე ზომის ვალუტების დიდი ნაწილის პირველად განთავსება სწორედ Cryptopia-ს ბირჟაზე ხდება. თუ თქვენ გსურთ მცირე ქოინებში ინვესტიციის გაკეთება, მაშინ Cryptopia სწორედ თქვენთვისაა. თუმცა გთხოვთ, გაითვალისწინეთ: კრიპტოვალუტის ბირჟა აზარტული თამაში არაა. მიიღეთ მხოლოდ კარგად ინფრომირებული საინვესტიციო და ნურასოდეს დააყენებთ საკუთარ თავს სერიოზული ფინანსური რისკის ქვეშ.


ნაბიჯი 1: Cryptopia-ს ვებ-გვერდზე შესვლისას მარჯვენა ზედა კუთხეში დაინახავთ ღილაკს „Register”, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები:

ნაბიჯი 2: შეავსეთ მოთხოვნილი ველები - მომხმარებლის სახელი, თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, თქვენთვის სასურველი პაროლი (რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ 1) ერთ დიდი ასოს; 2) ერთ პატარა ასოს; 3)ერთ რიცხვს; 4) ერთ სიმბოლოს და 5) 8 სიმბოლოს), გაიმეორეთ თქვენი პაროლი, მიუთითეთ პინ კოდი (რომელსაც შეიყვანთ ვებ გვერდზე შესვლისას, პაროლის შეყვანის შემდეგ), დაეთანხმეთ მომსახურების პირობებს (უმჯობესია ჯერ წაიკითხოთ), დაადასტურეთ, რომ არ ხართ რობოტი და საჭიროებისამებრ მიჰყევით ინსტრუქციას.

ნაბიჯი 3: შედით თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე და სურათზე ნაჩვენებ ღილაკზე დაჭერით გააკეთეთ თქვენი მეილის ვერიფიკაცია.

ნაბიჯი 4: თქვენ უკვე დარეგისტრირდით Cryptopia-ზე, ახლა გააკეთეთ Login დასაწყსიში მითითებული მომხმარებლის მეილითა და პაროლით. შემდეგ შეიყვანეთ თქვენს მიერ, რეგისტრაციისას შერჩეული პინ კოდი მითითებული პინ კოდი.

ნაბიჯი 5: მარჯვენა ზედა კუთხეში მოცემულ ბიტკოინის ნიშანზე დაჭერით გადადით თქვენს ბალანსზე.

ნაბიჯი 6: მოძებნეთ სასურველი ვალუტა, რომლის გადმორიცხვაც გსურთ თქვენს Cryptopia-ს ანგარიშზე, მარჯვენა ზედა ნაწილში განთავსებული Search ფუნქციის გამოყენებით. შეარჩიეთ ისეთი ვალუტა, რომლის ტრანზაქციებიც სწრაფი და იაფია. ქვემოთ მოცემულ სურარათში ნაჩვენებია ლაიტკოინის (LTC) მაგალითი.

ნაბიჯი 7: ვალუტის მოძებნის შემდეგ ლაიტკოინის (LTC) Cryptopia-ზე გადმოსარიცხად დააჭირეთ მწვანე ღილაკს, ხოლო Cryptopia-დან საფულეზე გადასარიცხად წითელს. თქვენი Cryptopia-ს ანგარიშზე თანხის ჩასარიცხად დააჭირეთ ვალუტის დასახელების მარცხნივ მოცემულ მწვანე ღილაკს, დაასკანერეთ QR კოდი, ან გადააკოპირეთ თქვენი ლაითკოინის (LTC) მისამართი და თქვენი საფულიდან გაგზავნეთ მასზე სასურველი თანხა.გაითვალისწინეთ, რომ მითითებულ მისამარზე უნდა გადარიცხოთ მხოლოდ იგივე ვალუტა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავთ თქვენს კუთვნილ კრიპტოვალუტას!

Cryptopia-დან თანხის გასატანად შეგიძლიათ აირჩიოთ Withdraw Funds, მიუთითოთ, რომელ საფულეზე გინდათ მისი გაგზავნა, და დაადასტუროთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი. გაითვალისწინეთ, რომ მითითებულ მისამარზე მხოლოდ იგივე ვალუტა უნდა გადარიცხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავთ თქვენს კუთვნილ კრიპტოვალუტას!

ნაბიჯი 8: ნებისმიერი გვერდის მარცხენა ზედა კუთხეში აირჩიეთ Exchange / Markets და შეარჩიეთ სასურველი ვალუტა ჩამონათვალიდან. მოცემულ მაგალითში ნაჩვენებია ეთერიუმი (ETH). შემდეგ ჩამოსქროლეთ გრაფიკის დაბლა, მონიშნეთ საბაზრო ან თქვენთვის სასურველი ფასი, რამდენადაც გსურთ ვალუტის შესყიდვა და აირჩიეთ Buy ან Sell. ქვემოთ მოცემულ სურათში ნაჩვენებია ეთერიუმის საბაზრო ფასად შესყიდვის არჩევა

გაითვალისწინებთ, რომ ლიკვიდურობა შედარებით დაბალია, ვიდრე ბინანსზე, ამიტომ ვალუტის ყიდვა-

გაყიდვას შეიძლება დრო დასჭირდეს.


ეს არ არის საინვესტიციო რჩევა და წარმოადგენს მხოლოდ რეგისტრაციის ინსტრუქციას. გთხოვთ, თავად იზრუნოთ ყველა უსაფრთხოების ზომის დაცვასა და თქვენი ინვესტიციის დაცვაზე და ამასთან არასოდეს გააკეთოთ იმ ზომის ინვესტიცია, რომლის დაკარგვასაც შეუძლია სერიოზული ფინანსური ზიანი მოგაყენოთ.


განცხადება: ბლოგში მოვემულ ლინკებზე გადასვლით, გამოიყენებთ ავტორის რეფერალურ ლინკებს, რის სანაცვლოდაც იგი Cryptopia-სგან მიიღებს საკომისიოს თქვენს მიერ გაკეთებული ვაჭრობებიდან .



bottom of page