უძრავი ქონება პირველად გაიყიდა ბიტკოინებში
ბარსელონაში, ესპანეთში დაფუძნებული უძრავი ქონების კომპანია, Mister Piso, პირველია, ვინც უძრავი ქონება ბიტკოინებში გაყიდა. კომპანიას იმედი აქვს, რომ კრიპტოვალუტებზე გადასვლა გაზრდის გაყიდვებს და გამოაცოცხლებს სახლების სექტორს.
სახლის მფლობელმა ქონება 40 ბიტკოინად გაყიდა, რაც ამჟამინდელი მონაცემებით 475,000 აშშ დოლარის ტოლია. ვინაიდან ბიტკოინის ფასი საკმაოდ მერყევია, კომპანიას დიდი რისკის გაწევა მოუწევს, მაგრამ, როგორც ჩანს, რისკი კარგადაა დათვლილი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის 1,500%-ით გაიზარდა.
ზემოხსენებული სახლი უკვე ხუთი წელია ბაზარზე იყო, სანამ ამჟამინდელმა მფლობელმა, ანა დურანგომ, არ გადაწყვიტა გადახდის მეთოდად ბიტკოინის მიღება. მისი თქმით, Mister Piso-მ ეს იდეა შესთავაზა, რათა დაერწმუნებინა, რომ სახლს მაღალი ღირებულება ექნებოდა თავის პირველად ფასთან შედარებით.
„ეს ბევრად მარტივი ტრანზაქციაა და შენ არ გჭირდება, ხელზე გქონდეს ქეში. შენ შეგიძლია გქონდეს ბიტკოინის საფულე და ისეთი რაღაც, რაც ხელშესახები არაა. ისეთი ბინა რომ ვნახო, რომელიც მომეწონება, იმის მაგივრად, რომ გადავიხადო, ხელი მოვაწერო და ნოტარიუსთან მივიდე, მე შევძლებ ძალიან სწრაფად განვახორციელო ტრანზაქცია ბიტკოინის ფასის მიხედვით და ყველა პირი კმაყოფილია.“ - ამბობს კომპანიის მენეჯერი, ჯერარდ პლატერო.
მისივე თქმით, ასეთი სახის ტრანზაქცია უძრავი ქონების მფლობელებს საშუალებას აძლევს, ამოაგდონ ბანკები პროცესიდან და, შედეგად, თავი ააცილონ ან შეამცირონ დამატებითი გადასახადები და საკომისიოები.
კომპანია მთლიან რისკს თავის თავზე იღებს, მათ უკვე გამზადებული აქვთ მეორე სახლი ბიტკოინებში გასაყიდად.
წყარო: bitcoinist.com