top of page

ახალი ICO - Storiqa


კრიპტოვალუტების სივრცეში ახალი ICO გამოჩნდა, რომელიც მყიდველებისა და გამყიდელებისთვის შეიქმნა მსოფლიო მასშტაბით. პლატფორმას Storiqa ეწოდება, მათი ვალუტა კი STQ მონეტებია.


შემქმნელების თქმით, დღესდღეობით, წვრილ-წვრილი მწარმოებლებისთვის საკმაოდ რთულია დიდი მოგების ნახვა. გარდა იმისა, რომ მათთვის ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მსოფლიო მასშტაბით ცნობადობის გაზრდა კიდევ ერთი აქტუალური პრობლემაა.


სწორედ ასეთი მცირე ბიზნესების დასახმარებლად შეიქმნა Storiqa. როგორც მათ white paper-ში ვკითხულობთ, პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს ყველა საჭირო ფუნქციას ვაჭრობის დასაწყებად და ხელს უწყობს მათ საკუთარი პროდუქტის სხვა ქვეყნების ბაზარზე გატანაში. მარტივად სახმარი პლატფორმა შესაძლებელს ხდის ონლაინ მაღაზიის აწყობას და მის მართვას დამატებითი ხარჯებისა და მომსახურე პერსონალის გარეშე. ასეთი ინტერფეისით დიდ სარგებელს ნახავენ არა მხოლოდ დამწყები მეწარმეები, არამედ უკვე აქტიური საოჯახო ბიზნესები, ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები და სხვა მცირე ბიზნესის მქონე ადამიანები.


ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მეშვეობით, პლატფორმა გამჭირვალე, ღია და უსაფრთხოა ისევე როგორც გამყიდველისთვის, ასევე მყიდველისთვისაც. ამის მეშვეობით შემცირებულია ტრანზაქციის საკომისიოები და ბიზნეს ხარჯები, რადგან გამყიდველებს აღარ სჭირდებათ სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებთან ხელშეკრულებების დადება და დიდი პროცენტის გადახდა.


გარდა შემცირებული ხარჯებისა და პროდუქტების მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომობისა, Storiqa-ს ბლოკჩეინის გამოყენებით კიდევ ბევრი უპირატესობა აქვს: იმის მეშვეობით, რომ ტრანზაქციები ღია და გამჭირვალეა, მხოლოდ მათ შეუძლიათ კონკრეტული პროდუქტის შეფასების დაწერა, ვინც უკვე შეიძინა იგი. ეს ზრდის შეფასებების სანდოობასა და რელევანტურობას. ამასთან, გონიერი კონტრაქტების წყალობით, მყიდველის ანგარიშიდან გამყიდველის ანგარიშზე თანხა მხოლოდ მას შემდეგ ირიცხება, როდესაც მყიდველი პროდუქტს მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა დაბალი ხარისხის პროდუქტი მიიღო, მას შეუძლია უკან გააგზავნოს იგი და თანხა დაიბრუნოს.


პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს 24 საათიან აქტიურ მომსახურებას (costumer support), რაც ზოგიერთ უმსხვილეს ონლაინ მაღაზიასაც კი არ აქვს. ამასთან, ვინაიდან უპირველესი მიზანი მსოფლიო მასშტაბით ცნობადობის გაზრდაა, პროდუქტების დახასიათება მაქსიმალურად ბევრ ენაზე იქნება. ნებისმიერს შეეძლება, ესა თუ ის დახასიათება სხვადასხვა ენებზე თარგმნოს, რისთვისაც ისინი ჯილდოდ STQ მონეტების მიიღებენ.


მაგრამ Storiqa-ს უპირატესობები აქ არ მთავრდება. როდესაც მყიდველი რაიმე პროდუქტს შეიძენს, გამყიდველი შეფუთავს მას და გაგზავნის, მაგრამ კლიენტამდე პროდუქტი ხარისხის შემოწმების დეპარტამენტში მიდის. აქ პროდუქტი იხსნება და მოწმდება, შეესაბამაება თუ არა იგი აღწერას და აკმაყოფილებს თუ არა ხარისხის მოთხოვნებს. პროდუქტს უღებენ სურათებსაც და მხოლოდ ამის შემდეგ აგზავნიან მყიდველთან. ამ გზით დაცულია არა მარტო კლიენტი, არამედ გამყიდველიც, რადგან თუ მყიდველი პროდუქტს თავად დააზიანებს და მოითხოვს მის უკან დაბრუნებას, ხარისხის შემოწმების დეპარტამენტში გადაღებული სურათების წყალობით ასეთი თაღლითობები ვერ გაიპარება.


როგორც ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობებიდან ჩანს, პროექტი ნამდვილად საინტერესოა და დიდი პოტენციალიც აქვს. Storiqa არა მარტო ეხმარება მცირე ბიზნესებს ზრდასა და გაფართოებაში, არამედ მყიდველებსაც მშვენიერ უპირატესობებს სთავაზობს, რაც სრულყოფილად არც ერთ დღევანდელ მსხვილ ონლაინ მაღაზიას არ გააჩნია.


ICO-ში მონაწილეობის მიღება შეგსაძლებელია ბმულზე https://tokensale.storiqa.com- ზე. მონეტების გაყიდვა რამდენიმე ეტაპადაა დაყოფილი, სრულად კი 13 თებერვალს მთავრდება.


წყარო: storiqa white paper


bottom of page