top of page

Terab-ი ბიტკოინ ქეშის ბლოკების ერთ ტერაბაიტამდე გაზრდას ისახავს მიზნად


კრიპტოვალუტების მასშტაბურობა მუდმივი პრობლემაა, რომლის მოგვარებაზეც უკვე ყველა მუშაობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტია Terab. ეს არის ღია ქსელის პროექტი, რომელსაც სათავეში Lokad-ი, რაოდენობრივი მიწოდების ჯაჭვის ტექნოლოგიის ფრანგული პროვაიდერი უდგას და, ამასთან, ტექნიკური თვალსაზრისით მხარს უჭერს nChain-იც, ბლოკჩეინის კვლევებისა და განვითარების სპეციალისტი. Terab-ი აქცენტს ბიტკოინ ქეშის ტექნიკურ პრობლემებზე აკეთებს. უფრო კონკრეტულად, Terab-ს უნდა, ბიტკოინ ქეშის ბლოკები ერთ ტერაბაიტამდე გაზარდოს. მათი თქმით, ამ შემთხვევაში, ვალუტას შეეძლება წამში 7 მილიონი ტრანზაქციის გატარება.


ამჟამად ბიტკოინ ქეშის ბლოკის ზომა 8 მეგაბაიტია, შესაბამისად, ერთ ტერაბაიტამდე მისასვლელად დიდი გზაა გასავლელი. პროექტი მიზნად ისახავს, შექმნას სტანდარტიზირებული მიკროსერვისის API, მაღალი სიმძლავრის მქონე ერთი ნოდი, მულტი-ნოდი და განაწილებული პროგრამის იმპლემენტაცია, რომლებიც, პროგრესიულად, შეძლებენ 1 GB-ის ზომის ბლოკებისთვის საჭირო ტევადობის მხარდაჭერას, შემდეგ 10 GB-ისას და, საბოლოოდ, - ერთ ტერაბაიტამდეც მივლენ.


მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საკმაოდ ამბიციურია და მის საბოლოო იმპლემენტაციას, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება, Terab-ს უკვე გამოუჩნდნენ დამფინანსებლები. CoinGeek.com-ის მფლობელმა, კელვინ ეირმა, გარანტია მისცა Lokad-ს, რომ ის აუცილებლად დააფინანსებს პროექტს 3.6 მილიონი ევროთი, რათა ბიტკოინ ქეშის მასშტაბურობა რეალობად იქცეს.


წყარო: prnewswire.com; newsbtc.com

bottom of page