Ethearnal - freelance ახალ საფეხურზე
ბლოკჩეინ ტექნოლოგია freelance სივრცეებსაც გადასწვდა. ახალი პლატფორმა, Ethearnal, ამ წლის იანვარში ICO-ს გეგმავს საჭირო თანხების მოსაგროვებლად.
Ethearnal პირისპირა შტატგარეშე მუშაობის (freelance) პლატფორმაა, რომლის მთავარი მიზანია დააახლოოს ბიზნესები და გამოცდილი ინდივიდები. ნებისმიერი წამოჭრილი კონფლიქტი გადაწყდება დამოუკიდებელი მოდერატორების მიერ ხმის მიცემის გზით.
„ethearnal-ს გააჩნია პოტენციალი, შეცვალოს freelancing სისტემების მუშაობა. ეთერიუმის გონიერი კონტრაქტების დახმარებით, დამსაქმებელიცა და დასაქმებულიც დარწმუნებული იქნებიან, რომ მათი ინვესტიცია დაცულია, იქნება ეს ფული, დრო თუ ძალისხმევა. ეს არის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით მუშაობის მთელი ხიბლი - შენ რისკავ მხოლოდ საკმაოდ მცირე თანხას და ყველა ტრანზაქცია საჯარო ქსელში გაქვს.“ - ამბობს სტანისლავ უზუნჩევი, ethearnal-ის თანადამფუძნებელი.
პლატფრომა მუშაობს თავის მონეტებზე, ERT-ზე (Ethearnal Reputation Tokens). კომპანიამ მოახერხა ბიზნესების, შტატგარეშე მუშაკებისა და მოდერატორების რეპუტაციის ტოკენიზირება. აქ მთავარი წესია: რაც უფრო მეტი ERT გაქვს, მით უფრო ხილვადი ხარ ქსელში.
„ჩვენი რეპუტაციის სისტემის მაღალი ეფექტურობა მდგომარეობს იმაში, რომ ERT ნამდვილი ფული ღირს. მის მფლობელს შეუძლია იყიდოს, გაყიდოს, გადარიცხოს ან ივაჭროს მონეტებით საკუთარი სურვილისამებრ. შემქმნელები წყვეტენ, რამხელა რეპუტაცია, ან რამდენი ERT უნდა ჰქონდეს თითოეულ პირს წილში ჩადებული. უბრალოდ ლოგიკურია, რომ დიდ პროექტებს დიდი ოდენობით ERT დასჭირდებათ, რითიც გარანტირებული იქნება, რომ მხოლოდ სერიოზული და შემძლე ხალხი მიიღებს ამ პროექტში მონაწილეობას.“ - ამბობს ვლადიმირ ვლადიმიროვი, პლატფორმის თანადამფუძნებელი. მისივე თქმით, 2018 წლის პირველ მეოთხედში მათ უკვე ექნებათ თავიანთი დეცენტრალიზებული სისტემა ქსელში მოდერაციისა და დახვეწისთვის. 2018 წლის დასასრულს Ethearnal-ი გაუშვებს IOS და Android აპლიკაციებს. ამასთან, 2019 წლისთვის იგეგმება რამდენიმე ინოვაციური ტექნოლოგიის შემუშავება და დახვეწა, რაზეც გუნდი უკვე მუშაობს.
ამას გარდა, საინტერესოა მათი ICO სისტემაც. როგორც მათ ვებ გვერდზე ვკითხულობთ, პირველადი ჟეტონების შემოთავაზების დამთავრების შემდეგ, გუნდი მიღებული თანხის მხოლოდ 10%-ს მიიღებს, დანარჩენი კი გონიერი კონტრაქტით იქნება დალუქული. როდესაც დამფუძნებლები ამ თანხას ამოწურავენ, წარადგენენ გამოყენებული რესურსის შედეგებს და მოითხოვენ შემდეგი 10%-ის აღებას. ინვესტორები თავიანთი წილის პროპორციული რეპუტაციით ხმას მისცემენ მოთხოვნას და მხოლოდ 51%-იანი თანხომის მოპოვების შემთხვევაში შეძლებს Ethearnal შემდეგი 10%-ის მიღებას. უარის შემთხვევაში, პლატფორმა გააგრძელებს მუშაობას თანხის გარეშე და წინსვლის შემდეგ კვლავ მოითხოვს თანხის მიღებას. ამასთან, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ პირს, ვისაც ერთი ERT მაინც გააჩნია, შეუძლია დაიწყოს მონეტების დაბრუნებაზე ხმის მიცემის პროცესი. 65%-იანი თანხმობის მოპოვების შემთხვევაში, პროექტი გაჩერდება და ინვესტორებს თავიანთი თანხა დაუბრუნდებათ. ასეთი ICO ინვესტორებს უფრო მეტ მოქმედების შესაძლებლობას აძლევს, რაც გაზრდის პლატფორმის მიმართ ნდობასაც.
წყარო: newsbtc.com