top of page

''Dallas Mavericks'' ბიტკოინს დანერგავს შემდეგი სეზონიდან


mavericks

მილიარდერმა ინვესტორმა და დალას მავერიკსის მფლობელმა, მარკ კუბანმა, ერთ-ერთ ფანს ტვიტერზე განუცხადა, რომ შემდეგი სეზონიდან საშინაო თამაშების ბილეთები ბიტკოინებზეც გაიყიდება.

‘’ეს შემდეგი სეზონიდან მოხდება’’ - კუბანი გულისხმობს 2018-2019 წლებს, რადგან NBA ამჟამად 2017-2018 წლის შუა სეზონშია და უკვე რიგით 82-ე თამაში ტარდება, რომელიც ოქტომბერში დაიწყო და აპრილში დამთავრდება. ამასთან, პლეიოფები ივნისამდე გაგრძელდება.

მარკ კუბანს მეტ დეტალებზე აღარ ულაპარაკია. მხოლოდ ბიტკოინი იქნება თუ არა ის კრიპტოვალუტა, რომლითაც თამაშის ბილეთების შეძენა იქნება შესაძლებელი, თუ სხვა ვალუტებსაც დაამატებენ, ჯერჯერობით უცნობია.

საინტერესოა, მავერიკი ბილეთების გაყიდვიდან შემოსულ ბიტკოინებს პირდაპირ დოლარში გადაცვლის, თუ შეინახავს მათ.

ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, მარკ კუბანმა, რომელიც წარსულში კრიპტოვალუტების მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი, აშკარად შეიცვალა მოსაზრება და უნდა, დანერგოს ისინი, როგორც გადახდების დამატებითი სისტემა. გასულ წელს მან გააკეთა კრიპტო ინვესტიცია სხვადასხვა კრტიპტო პროექტებში და ICO-ებში. მიუხედავად ამისა, მან ერთ დროს კრიპტოინდუსტრიას ფინანსური ბუშტიც კი უწოდა (Buble), მაგრამ ახლა იგი ურჩევს საზოგადოებას, რომ ნამდვილი თავგადასავლების მოყვარულებმა ინვესტიციების 10 პროცენტი ბიტკოინსა და ეთერში ჩადონ, ხოლო დანარჩენი S&P500 ინდექსში. აღსანიშნავია რომ S&P500 არის ინდექსი რომელშიც გაერთიანებულია 500 ამერიკის წამყვანი კომპანიის აქციები, სადაც საბაზრო კაპიტალიზაცია თითეული კომპანიის არის 6.1 მილიარდზე მეტი.

ეს ინდექსი ყველაზე კარგათ ასახავს ამერიკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის მდგომარეობას.

მან ასევე განაცხადა, რომ ბოლო დროს ფიუჩერსების ბაზრებზე დამატება კრიპტოვალუტების პოზიტიური სიახლეა.

წყარო: ccn.com, coindesk.com, investopedia.com

bottom of page