top of page

Bittconect-ი ფუნქციონირებას წყვეტს!


დღეს ცნობილი გახდა, რომ ცნობილმა პლატფორმამ - Bitconnect საკუთარი ოპერაციები შეაჩერა. რაც როგორც გასესხების სერვისის, ასევე ბირჟის დახურვაში გამოიხატება. ცხადია, აღნიშნულმა ინფორმაციამ მყისიერი ასახვა ჰპოვა კრიპტოვალუტა Bitconnect-ის ფასზეც და მისი ღირებულება უკანასკნელ 24 საათში 93%-ით შემცირდა. წერის მომენტში, მისი ფასი 18,7 აშშ დოლარია.


(წყარო:coinmarketcap.com)




ბიტკონექტის სერვისების შეზღუდვა გამოწვეულია ტეხასისა და სამხრეთ კაროლინის შტატების მთავრობის მოთხოვნით, ხოლო ამ მოთხოვნის მიზეზს წარმოადგენს Bitconnect-ის ბიზნეს მოდელი - რაც ძალიან ჰგავს ე.წ. Ponzi სქემას ანუ პირამიდას.


ჩვენს ბლოგში სახელად - "ფრთხილად, თაღლითები!", რომელიც ვებ გვერდის მუშაობის პირველივე დღეებში გამოვაქვეყნეთ, მოვუწოდეთ ჩვენს მომხმარებელს მეტი სიფრთხილით მოპყრობოდნენ Bitconnect-ში ინვესტირებას, რადგან მაღალი იყო ინვესტიციის დაკარგვის რისკი.


აქვე გეტყვით, რომ გასესხების პლატფორმა უკვე დახურულია, ხოლო სავალუტო ბირჟა 5 დღეში დაიკეტება. თავად Bitconnect-ის წარმომადგენლების განცხადებით, ვებ გვერდი ფუნქციონირებას განაგრძობს და ძირითადად საგანმანათლებლო საინფორმაციო ხასიათის მატარებელი გახდება. ამასთან, ისინი გეგმავენ მომავალში მომხმარებელს შესთავაზონ სხვადასხვა სერვისები.

bottom of page