top of page

სამხრეთ კორეის ახალი კანონის შემოთავაზებას უკურეაქციები მოჰყვა


სამხრეთ კორეაში კრიპტოვალუტებით ვაჭრობის აკრძალვის იდეას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ციფრული ვალუტებით ბირჟებზე ვაჭრობის აკრძალვა სამხრეთ კორეის სამართლის მინისტრის ინიციატივა იყო, რადგან, მისი თქმით, ვალუტები კაზინოში თამაშსა და სპეკულაციებს ჰგავდა. მაგრამ, როგორც ჩანს, მას ბევრი მომხრე არ ჰყოლია. მოქალაქეები მსგავსი კანონის მიღების სასტიკად წინააღმდეგნი არიან, მათ უკვე შეაგროვეს დაახლოებით 71 ათასი ხელმოწერა ამ აკრძალვის საწინააღმდეგოდ.


როგორც ჩანს, სამართლის მინისტრს მოწინააღმდეგეები არა მხოლოდ ხალხში, არამედ თავად ხელისუფლებაშიც ჰყავს. სტრატეგიისა და ფინანსის მინისტრის განცხადებით:


„ჩვენ არ ვიზიარებთ სამართლის მინისტრის ხედვებს კრიპტოვალუტებით ვაჭრობის პოტენციური აკრძალვის თაობაზე.“


ასეთი უკურეაქციის გამო, სამართლის მინისტრმა, პარკ სენგ-კიმ, შეამსუბუქა თავისი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.


„სამინისტრო ემზადებოდა სპეციალური კანონის შედგენისთვის, რათა კრიპტოვალუტების ყველა ბირჟა დაეხურა, მაგრამ საკითხის განხილვას გადავიტანთ, სანამ საფუძვლიანად არ განვიხილავთ ყველაფერს ხელისუფლებიის სააგენტოებთან ერთად.“ - ამბობს სენგ-კი.


დეკემბრის განაცხადის თანახმად, მოსალოდნელი იყო, რომ კრიპტოვალუტების აკრძალვის ნებისმიერი შემოთავაზება წარუმატებლად დასრულდებოდა. ამასთან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამხრეთ კორეის ძირითადი ფინანსური რეგულატორი, FSC (ფინანსური სერვისების კომისია), მხარს დაუჭერს ამ აკრძალვას. მარეგულირებელი დიდი ხანია მოითხოვს ლიცენზიის მიცემას ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების ბირჟებისთვის.


“მთავრობა შეეცდება ციფრული ცალუტის რეგულაციებში მოქცევას მთელი მასშთაბურობით ამერიკასთან, იაპონიასთან და სხვა ქვეყნებთან ერთად.“ - ამბობს FSC-ის თავმჯდომარე იმ იონგ-იონგი.

bottom of page