top of page

რა არის Dogecoin?


Dogecoin კრიპტოვალუტების რიგს 2013 წელს შეუერთდა ჯეკსონ პალმერისა და ბილი მარკუსის მეთაურობით. პლატფორმის ვალუტაა Doge, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ პოპულარული მემე იყო ინტერნეტში სასაცილო კონტენტის გამავრცელებლებში. ვალუტა სწორედ ამ მიზნით გაჩნდა კრიპტოინდუსტრიაში, და, როგორი მოულოდნელიც არ უნდა ყოფილიყო, დიდი პოპულარობაც დაიმსახურა. Doge-მ ბაზრის კაპიტალიზაციით საკვირვებელ მაჩვენებელს, ორ მილიარდ დოლარსაც კი მიაღწია, მაგრამ შემდეგ ფასი ისევ დაეცა და ამჟამად 1.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საინტერესოა, რომ ვალუტა ზუსტად ერთი წლის წინ სულ რაღაც 0.00023 აშშ დოლარი ღირდა, დღეს კი მისი ღირებულება 0.01 აშშ დოლარია, რაც 6,400%-იან ზრდას გულისხმობს.


Dogecoin-ის ვებსაიტი ვალუტას აღწერს, როგორც „დეცენტრალიზებულ, პირისპირა ციფრულ ვალუტას, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად გადაგზავნოთ ფული ქსელში.“ დამფუძნებლების თქმით, Doge მხიარული, ახალი და სწრაფად მზარდი ციფრული ფულია.


ვალუტას თავისი საფულეც აქვს, რომელიც მორგებულია როგორც კომპიუტერზე, ისევე მობილურ მოწყობილობებზეც. მისი გადაცვლა შესაძლებელია სხვა კრიპტოვალუტებში, ან ისეთ ტრადიციულ ფულში, როგორიცაა ამერიკული დოლარი.


Dogecoin-ის ყველაზე პოპულარული გამოყენებაა ინტერნეტში კარგი და სახალისო მასალის შემქმნელისთვის მისი გადაგზავნა. ეს წააგავს like-სა და upvote-ს, მაგრამ, მათგან განსხვავებით, Doge-ს ფულადი ღირებულებაც გააჩნია.


ბიტკოინისგან განსხვავებით, ვალუტის გამოცემა შეუზღუდავია. ის დაფუძნებულია ლაითკოინზე და ატარებს იმ გარკვეულ უპირატესობებს, რაც ლაითკოინმა შექმნა გაუმჯობესებისთვის. ამჟამად ბაზარზე 112 მილიარდი Doge ტრიალებს, რაც გარკვეულწილად განაპირობებს ფასის სიმცირეს, მაგრამ ვალუტის მთავარი მიზნის გათვალისწინებით, ეს ასეც უნდა იყოს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Doge გამოიყენება კარგი კონტენტის შემქმნელის „დასაჯილდოებლად“, შესაბამისად, მისი დღევანდელი ღირებულება საკმაოდ მისაღებიც კია.


Related Posts

See All
bottom of page