Telegram-ი 500 მილიონიან ICO-ს გეგმავს
Telegram-ი ერთ-ერთი უმსხვილესი სამესიჯო აპლიკაციაა, რომელიც გამორჩეულია სისწრაფითა და ეფექტურობით. მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერი ფორმატის ფაილები, სურათები თუ ვიდეობი გადაუგზავნონ ერთმანეთს და რამდენიმე მოწყობილობაზე ერთდროულად ჰქონდეთ გახსნილი აპლიკაცია. ტელეგრამი cloud-ზეა დაფუძნებელი და შესაძლებლობას იძლევა, საჭირო მონაცემები cloud-ზე იყოს შენახული.
ახლახანს აპლიკაციამ გამოაცხადა, რომ ის ICO-ს გამოშვებას გეგმავს. მათი თქმით, წინა-გაყიდვებით 500 მილიონ აშშ დოლარამდე უნდა მოაგროვონ, ხოლო ICO-მ 3-5 მილიარდამდე უნდა დააგროვოს. სავარაუდოდ, ინვესტორებს, რომლებიც წინა-გაყიდვებში ჩაერთვებიან, მინიმუმ 20 მილიონის ჩადება შეეძლებათ.
დეცენტრალიზებულ პლატფრომაზე გადასვლით ტელეგრამი შეძლებს კრიპტოვალუტების ეკონომიკის შექმნას აპლიკაციის შიგნით და, ამასთან, ის იზოლირებული იქნება ქვეყნებს შიგნით მომხდარი განქეთქილებებისგან. მაგალითად, ირანში გამართული სამოქალაქო პროტესტების გამო, სადაც ტელეგრამს ინტერნეტ-ტრეფიკის 40% უკავია, აპლიკაცია დროებით დაიბლოკა, ბლოკჩეინი კი ასეთი ტიპის შეფერხებებისგან დაიცავს პლატფორმას.
ტელეგრამის whitepaper-ი მომხმარებლებს სრულად აცნობს თავის ბლოკჩეინს, TON-ს, რომელსაც ისინი „მესამე გენერაციის ბლოკჩეინს“ უწოდებენ. ვალუტა წილის მტკიცებულებაზე იმუშავებს და გარკვეული მახასიათებლების გათვალისწინებით, რომელსაც “Infinite Sharding Paradigm” ეწოდება, მასშტაბურობის პრობლემა მას არ შეაწუხებს. ტელეგრამმა ოთხსაფეხურიანი გეგმა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება დეცენტრალიზებული აპლიკაციებისა და გონიერი კონტრაქტების შექმნა. ბოლო საფეხური უზრუნველყოფს ზემოაღნიშნულ მასშტაბურობას. ტრანზაქციების ნაწილებად დაშლა ბევრად დააჩქარებს ბლოკების გენერირებას დაბალი საკომისიოებით.
TON დაფუძნებული იქნება ე.წ. დინამიურ წილის მტკიცებულებაზე, რომელიც დაცული იქნება რამდენიმე პირის მიერ მაღალი ხარისხის გამძლეობით. ეს შესაძლებელს გახდის ID-ს, მცირე გადასახადებისა და გონიერი კონტრაქტების შენახვას ნებისმიერ მოწყობილობაზე. ამასთან, ტელეგრამის თქმით, მაინინგი ბევრად ეკონომიური იქნება, ვიდრე ის ბიტკოინის შემთხვევაშია.