რიპლი და MoneyGram-ი დაპარტნიორდნენ
ინტერნაციონალურმა კომპანია MoneyGram-მა გამოაცხადა, რომ ის პარტნიორობს რიპლთან და რიპლის ციფრულ მონეტებს დაამატებს თავის გადარიცხვის სერვისებს, რათა ააჩქაროს გადარიცხვები ქვეყნებს შორის და შეამციროს საკომისიოები.
რიპლმა და MoneyGram-მა , მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდმა გადარიცხვების კომპანიამ, განცხადება ხუთშაბათს გააკეთეს, სადაც ახსნეს, რომ ერთმანეთთან პარტნიორობით ისინი გაუშვებენ პილოტურ პროგრამას, რითიც ეცდებიან თავიანთი სერვისების ეფექტურობის გაზრდას.
‘’გადახდების პრობლემა მხოლოდ ბანკებზე არ ახდენს გავლენას, მას ასევე დიდი გავლენა აქვს მანიგრამზეც, ეს უკანასკნელი კი ხალხს ეხმარება, თავიანთ ახლობლებს ფული გაუგზავნონ.“ - თქვა ბრედ გარლინგ ჰოუსმა, რიპლის CEO-მ „დამატებითი ციფრული ვალუტის გამოყენებით, რიპლით, რომლის ტრანზაქციებიც სრულდება წამებში, ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ ფულის გადატანა ინფორმაციის სიჩქარით.''
მანიგრამი რიპლის ინტეგრირებას გეგმავს Xrapid- ის მეშვეობით - რიპლის ძალიან მოთხოვნადი ლიკვიდურობის პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსურ ინსტიტუტებს ლაივ ბირჟით.
‘’რიპლი არის ბლოკჩეინის მოწინავე ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში და ჩვენ ერთი სული გვაქვს, როდის დავნერგავთ Xrapids.“ - თქვა ალექს ჰოლმსმა, მანიგრამის CEO-მ. მან ასევე დაამატა:
‘’ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს გაზრდის ჩვენი სერვისების ეფექტურობას’’
ეს სიახლე ბევრს ნიშნავს სან ფრანცისკოში დაფუძნებული კომპანია რიპლისთვის.
მიუხედავად ამისა, რიპლის გადახდების ქსელს მაინც ბევრი დიდი კომპანია არ ნერგავს და აკრიტიკეს ბოლო დროს ფასის არაბუნებრივი ავარდნის გამო, რის შედეგადაც რიპლის დამფუძნებელი, კრის ლარსენი, მსოფლიოს მერვე ყველაზე მდიდარ ადამიანად იქცა.
წყარო: ccn.com , coindesk.com