რა არის Agrello?
ახალი და საინტერესო პლატფორმაა Agrello, რომლის ვალუტაც DLT მონეტებია. ეს კიდევ ერთი კრიპტოვალუტაა, რომელიც მიზნად გონიერი კონტრაქტების გაუმჯობესებას ისახავს. Agrello აერთიანებს გონიერ კონტრაქტებსა და AI ტექნოლოგიას (Artificial Intelligence), რათა მომხმარებლებს ბევრად მარტივად სახმარი და მეტი ფუნქციის მქონე მომსახურება შესთავაზოს. AI, ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერულ სისტემებს შესაძლებლობას აძლევს, შეასრულოს ისეთი მაღალი დონის დავალებები, რომლებსაც ადამიანის ინტელექტი ესაჭიროება. შესაბამისად, ამ ტექნოლოგიის იმპლემენტირებით Agrello ბევრად ამარტივებს გონიერი კონტრაქტების შექმნასა და ხელმისაწვდომობას ჩვეულებრივი პირებისთვის. არ არის საჭირო, იყო იურისტი, ან პროგრამისტი, რათა ამ პლატფორმაზე საჭირო კონტრაქტი შექმნა. AI კონსულტანტის პროგრამა ეხმარება მომხმარებელს მთლიანი პროცესის წარმართვაში.
მარტივი ინტერფეისის დამსახურებით, მომხარებლები ადგენენ კონტრაქტებს, რომლებიც შემდეგ გონიერი კონტრაქტის კოდის სახით თავსდება ბლოკჩეინში და იწყებს ფუნქციონირებას. ეთერიუმის გონიერი კონტრაქტებისგან განსხვავებით, Agrello საშუალებას იძლევა, კონტრაქტის გაფორმების შემდეგაც კი მხარეებმა დროთა განმავლობაში წარმოშობილი საჭირო ცვლილებები შეიტანონ. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია კონტრაქტის სასამართლოში წარდგენაც რაიმე სახის უთანხმოების დროს. მცირე ზომის ბიზნესებს და კერძო პირებს აღარ დასჭირდებათ იურისტებთან კონსულტაციები კონტრაქტების შესაქმნელად, პლატფორმა ყველაფერს თავად აგვარებს.
მსგავსი გონიერი შეთანხმებები შესაძლებელს ხდის კოდზე დაფუძნებული შეთანხმებების ავტომატიზირებას და თანხაზე დაფუძნებულ კალკულაციებს; ადამიანური რესურსების გამოყენებისა და ანაზღაურების გაფორმებას; სხვადასხვა მოთხოვნების ავტომატურად რაციონალიზებას და გადანაწილებას მაქსიმალურად დაბალი ადმინისტრაციული დანახარჯებით.
საბოლოო ჯამში, AI-ს შეთავსება გონიერ კონტრაქტებთან უზარმაზარ შესაძლებლობებს იძლევა. Agrello თავდაპირველად თავისი პლატფორმის Qtum-ზე აგებას გეგმავდა, რადგან ეს უკანასკნელი ორიენტირებულია მომხმარებელზე და მუშაობს ყველა პლატფორმაზე, მაგრამ ბოლოს დამფუძნებლება გადაწყვეტილება შეიცვალეს და ეთერიუმს მიანიჭეს უპირატესობა.
აღსანიშნავია, რომ DLT მონეტები დეკემბრის დასაწყის0.45 აშშ დოლარი ღირდა, წერის მომენტში კი მათი ღირებულება 0.45 აშშ დოლარია. ბოლო 24 საათში 5%-იანი ვარდნა ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ ვალუტის მაღალ ლიკვიდურობას უზრუნველყოფს მისი www.binance.com-ზე დამატება
.
წყარო: bitcoinexchangeguide.com