რა არის VeChain?
ბაზარზე ნელ-ნელა წინ მიიწევს კრიპტოვალუტა, Vechain, რომელიც უკვე ორი წელია არსებობს. 2017 წლის დეკემბრის დასაწყისსში Vechain-ის ვალუტის, Ven-ის ფასი 0.3 აშშ დოლარს შეადგენდა, წერის მომენტში მისი ღირებულება 4.28 აშშ დოლარია, ბოლო 24 საათში კი ის 25%-ით გაიზარდა.
VeChain-ი მსოფლიოს წამყვანი ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროდუქტის მენეჯმენტის პლატფორმაა. გონიერი კონტრაქტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით, პლატფორმა ამარტივებს მწარმოებლების მიერ პროდუქტებზე მონაცემების შეგროვებას, მართვას და კლიენტებისთვის გაზიარებას. მყიდველებს შეუძლიათ ნებისმიერი პროდუქციის მთლიანი ციკლის ნახვა VeChain-ზე, რაც მათ გარანტიას აძლევს, რომ ისინი ნამდვილად იმას ყიდულობენ, რასაც უკვეთავენ. ეს მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, მოიპოვონ რაც შეიძლება მეტი ნდობა მომხმარებლებისგან.
ასეთი მომსახურების მისაღწევად, VeChain-ის პლატფორმამ შექმნა ბლოკჩეინზე დაფუძნებული ძლიერი საწარმოო პლატფორმა. მუშაობის პრინციპი მარტივია: ყველა პროდუქციას თავისი უნიკალური კოდი გააჩნია, რომელიც მომენტალურად აისახება ბლოკჩეინზე და მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, ყველა საჭირო მონაცემი მიაბას პროდუქტის კოდს. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით შეგროვებული მონაცემთა ბაზა კარგადაა დაცული და ნებისმიერი ადამიანის მიერ შეღწევადია მხოლოდ პირადი გასაღებით. გარდა იმისა, რომ ყველა პროდუქტს თავისი ID გააჩნია, მათზე მიმაგრებულია NFC ჩიპი, RFID იარლიყი, ან QR კოდი. პროდუქტის წარმოების დღიდან დროის ნებისმიერ მონაკვეთში, სწორედ ამ კოდების მეშვეობით, VeChain-ის ქსელში ჩართულ ნებისმიერ პირს შეუძლია, შეამოწმოს პროდუქტი, იქნება ეს მწარმოებელი, თუ პოტენციური მყიდველი, რომელსაც უფრო მეტი ინფორმაციის მიღება სურს.
მთლიანი პლატფორმა VeChain-ის მონეტებზე, VEN-ზე მუშაობს, რომლის შეძენაც Binance.com ზე არის შესაძლებელი. ჟეტონები გამოიყენება მომხმარებლების მიერ პროდუქტის შეძენისთვის. გონიერი კონტრაქტების შექმნისთვის მიღებული VEN-ებით VeChain-ის ფონდი დაფარავს ამავე კონტრაქტების სამუშაოდ საჭირო GAS-ს; ამასთან, შემოსული მონეტების 75% ჯილდოდ გადაეცემათ ნოდებს, რომლებიც პლატფორმას ამუშავებენ, დანარჩენი 25% კი მოხმარდება ყოველდღიურ ოპერაციებს და პლატფორმის ტექნიკურ განვითარებას.