top of page

მარკ ცუკერბერგი Facebook-ის დეცენტრალიზებას აპირებს


Facebook-ის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა, გაამჟღავნა, რომ მას სურს კრიპტოვალუტების შესწავლა 2018 წლისთვის, რათა ფეისბუქი დეცენტრალიზებული გახადოს.

მან თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რაც წააგავს წლის რეზოლუციას და ასახავს მის პერსონალურ გამოწვევას, რომელსაც თან ახლავს განცხადება კრიპტოვალუტების და დაშიფვრის თაობაზე.

‘’ჩემი პირადი გამოწვევა 2018 წლისთვის არის ამ პრობლემების გამოსწორება’’ - წერს მარკი. ეს პრობლემები ეხება ადამიანის უფლებათა დაცვას მთავრობებისა და მასმედიისგან ცენტრალიზების ჭრილში.

‘’ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი ამჟამად ცენტრალიზება და დეცენტრალიზებაა’’ - დაამატა გავლენიანმა მილიარდერმა. მან გამოავლინა პირადი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ‘’ჩვენ მივმართავთ ინტერნეტს იმიტომ, რომ ის დეცენტრალიზების ძალად მიგვაჩნია, რომელიც ძალაუფლებას ხალხის ხელში გადაიტანს. 90-იანი წლებიდან ხალხს სჯეროდა, რომ ინტერნეტი დეცენტრალიზებული ძალა იქნებოდა.“

‘’მაგრამ დღესდღეისობით ბევრმა ადამიანმა დაკარგა დეცენტრალიზების იმედი’’ - დაამატა ცუკერბერგმა, რაშიც გულისხმობდა ცენტრალიზებული ხალხის მონაცემების და ტექნოლოგიების კონტროლს პატარა, მაგრამ ელიტური ჯგუფის მიერ. აქ ფეისბუქიც მოისაზრება და ასევე ის მთავრობებიც, რომლებიც ხალხზე უამრავ ინფორმაციას აგროვებენ და ინახავენ.

მან დაწერა:

‘’არსებობს მნიშვნელოვანი ტრენდები, როგორებიცაა დაშიფრვა და კრიპტოვალუტები, რომლებსაც ძალაუფლება ცენტრალიზებული სისტემებიდან გადააქვთ ხალხის ხელში. მაგრამ ამ ყველაფერს ახლავს მეტი რისკი იმისა, რომ ეს ტრენდები გაცილებით რთული სამართავია. მე ვარ დაინტერესებული ამ ტექნოლოგიების ღრმად შესაწავლაში, მათ პოზიტიურ და ნეგატიურ ასპექტებში და იმაში, თუ როგორ გამოვიყენოთ ისინი საუკეთესო გზებით’’

ცუკერბერგი ერთ-ერთი უკანასკნელი გავლენიანი ფიგურაა მათში, ვინც ფართოდ განაცხადა დეცენტრალიზებული სისტემების და კრიპტოვალუტების შესახებ. მას გადაწყვეტილი აქვს ფეისბუქის ამ კუთხით გაუმჯობესება, გაუმჯობესება იმ სოციალური ქსელისა, სადაც 2 მილიარდზე მეტი ადამიანი არის დარეგისტრირებული და მოიხმარს მას.

წყარო: coindesk.com, facebook.com, cointelegraph.com.

bottom of page