ჩინეთმა ბიტკოინის მაინინგის რეგულირების გზა იპოვა
ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა თავის ინტერნეტის მსხვილ ფინანსურ ჯგუფებთან განაცხადა, რომ რადგანაც მათ არ შეუძლიათ ბიტკოინის მაინინგის პირდაპირი რეგულირება, მათ შეუძლიათ ლოკალურ მმართველობებს აიძულონ, შემოიღონ ისეთი რეგულაციები, რომლებიც მაინინგს ნაკლებად მომგებიანს გახდის.
(წყარო:cointelegraph.com)
როიტერსის თქმით, საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით ჩინეთის სახალხო ბანკის მაღალი თანამდებობის ადამიანებმა ოფიციალური განაცხადეს, რომ მათ შეუძლიათ, მაინერებს შეუზღუდონ და დაურეგულირონ ელექტროენერგიის მოხმარება. ეს ის ჯგუფია, რომელმაც 2017 წლის სექტემბერში აკრძალა ჩინეთში კრიპტოვალუტებით ვაჭრობა.
ეს მოვლენა კიდევ უფრო ამკაცრებს ჩინეთის პოლიტიკას არა მხოლოდ ბიტკოინის, არამედ სხვა დეცენტრალიზებული ვალუტების მიმართაც. უფრო მეტიც, ჩინეთმა ICO-ებიც მკაცრი რეგულაციების წნეხში მოაქცია.
ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ მაინერებს აიძულებენ, ლიმიტირებულად მოიხმარონ ელექტროენერგია და ოპერაციების მოცულობაც. ჩინეთს ამჟამად გააჩნია მსოფლიოს ბიტკოინის ჰაშსიმძლავრის 2/3 ნაწილი, რაც მეტწილად განპირობებულია იაფი მუშახელით და იაფი ელექტროენერგიით.
(წყარო:bitinfocharts.com)
აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ეს ყველაფერი საგრძნობლად შეცვლის ბიტკოინის ჰაშსიმძლავრის კონცენტრაციის განაწილებას მსოფლიოში. ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სისწრაფით და ეფექტურობით მოახერხებენ ლოკალური მთავრობები ჩინეთის ენერგიის ლიმიტირებას.
საინტერესო ის არის, რომ ბევრი ინდუსტრიის ექსპერტის აზრით, ჩინეთის ასეთი მკაცრი პოლიტიკა კრიპტოვალუტის და კონკრეტულად ბიტკოინის მიმართ შეიძლება კარგიც კი იყოს ეკოსისტემისთვის. კარგი იყოს იმ მხრივ, რომ ეს ბიძგს მისცემს ბიტკოინის მაინინგის ინდუსტრიის უფრო მეტად დეცენტრალიზირებას - როგორც, მაგალითად, ეს მოხდა ჩინეთში ბიტკოინის გაცვლითი ბაზრების აკრძალვისას სულ ახლახანს - რეალურად ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა.
ლოგიკურად შეგვიძლია მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ჩინეთში მაინინგის ლიმიტირება გამოიწვევს სხვა ქვეყნებში მის წახალისებას - ისინი უფრო გააძლიერებენ მაინინგს, რადგან ჩინეთს ამხელა ძალა აღარ ექნება მსოფლიო ინდუსტრიაში. სწორედ ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ მოვლენამ რაიმე დონის უარყოფითი რყევები გამოიწვიოს ბიტკოინის ქსელში.