top of page

ბიტკოინის ფასი 10,000 დოლარს ჩამოსცდება?


დღეს კრიპტოვალუტის ბაზარზე "წითელი დღეა". ტოპ 100 კრიპტოვალუტიდან 98-ის ფასი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში შემცირდა და ის აზრი, რომ ბიტკოინის ღირებულება 10,000-ს ჩამოსცდეს, უკვე სავსებით რეალისტურია, განსაკუთრებით, მისი ფასის შემცირების სისწრაფის გათვალისწინებით. აღნიშნულ საკითხზე ჩვენი მოსაზრება უკვე შემოგთავაზეთ ჩვენს ბლოგში "საინვესტიციო რჩევები დამწყებთათვის", სადაც აღვნიშნეთ, რომ შეუძლებელია რომელიმე ფინანსური ინსტრუმენტის ან აქტივის ფასი მუდმივად იზრდებოდეს და აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც მისი ფასი შემცირდება.


ამ ყველაფრის მიზეზი, ჩემი აზრით, იყო ის, რომ ბაზარზე გამოუცდელი ინვესტორების რაოდენობამ და სენტიმენტმა იმატა. ბაზარმა ვერ გაუძლო გადატვირთვას და ფასიც შესაბამისად ქვევით წამოვიდა. ამ ფასის კორექცია კრიპტოვალუტებში ბუნებრივ მოვლენას წარმოადგენს. მაგრამ, ამ შემთხვევაში ფასის შემცირებას მოჰყვა პანიკა და საკუთარი ინვესტიციის დაკარგვის შიშით ინვესტორებმა დაიწყეს ბიტკოინის განაღდება.


ბიტკოინი მთლიანი კრიპტოვალუტების კაპიტალიზაციის (ყველა ვალუტა * ფასზე) 45%-ს წარმოადგენს (წყარო www.Coinmarketcap.com), ესეც იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვა ვალუტების ფასებიც. რამოდენიმე თვის წინ ბიტკოინის წილი 60%-ს აღემატებოდა. შესაბამისად, მისი ფასის მნიშვნელოვანი შემცირებით გამოწვეული პანიკა გადამდებია სხვა ვალუტების ინვესტორებისათვისაც. გთავაზობთ ტოპ 10 ვალუტის ფასებს, სადაც ნათლად ჩანს, რაოდენ დიდია ბაზრის შემცირება მოცემულ მომენტში.


მოცემული ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიტკოინის ფასის 10,000-ს ქვევით ჩამოვარდნა სავსებით რეალურია. იმის გამო, რომ 10,000 ინვესტორებისათვის ერთგვარ ფსიქოლოგიურ ზღვარს წარმოადგენს, ვფიქრობ, რეალისტურია ფასის კიდევ უფრო მეტად შემცირებაც.


აქვე გეტყვით, რომ მთლიანი კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია ორიოდ დღის წინ 600 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებდა, წერის მომენტში კი 482 მილიარდს შეადგენს.


და ბოლოს, ვისაც არ გჯერათ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის, დაზოგეთ თქვენი ნერვები და გამოდით ბაზრიდან - გაანაღდეთ თქვენი ინვესტიცია. ხოლო ვისაც ჩემსავით გწამთ, რომ ეს მხოლოდ მოკლევადიანი პანიკის შედეგია, გირჩევთ, მოთმინებით დაელოდოთ ფასის ზრდას!







bottom of page