საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს მოქალაქეებს აფთხილებს, იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც კრიპტოვალუტებში ინვესტიციებთანაა დაკავშირებული.
ეროვნული ბანკის განცხადებში ვკითხულობთ: "ვირტუალური ვალუტა საქართველოში არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას. მასთან დაკავშირებული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და, შესაბამისად, ვირტუალური ვალუტა არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროს"
გარდა ამისა, მარეგულირებელი ორგანო მომხმარებელს მოუწოდებს მხედველობაში მიიღონ შემდეგი ფაქტორები:
* კრიპტოვალუტის მერყეობა
* ცენტრალიზებული მარეგულირებლის არ არსებობა
* კრიპტოვალუტის ანონიმურობა / ფსევდონიმურობა
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება, შეგიძლიათ სრულად იხილოთ ბმულზე