top of page

GMO ინტერნეტის ჯგუფმა მაინინგ data-ცენტრი გახსნა

GMO ინტერნეტის ჯგუფმა, საჯარო IT ფირმამ იაპონიაში, ოფიციალურად დაიწყო კრიპტოვალუტების მოპოვება.

მათი განცხადების თანახმად, ახალი მოწყობილობა განთავსებულია ჩრდილოეთ ევროპაში. ისინი კონკრეტულ მდებარეობას არ ამჟღავნებენ, მაგრამ ცნობილია, რომ მაინერი ენერგიას გეოთერმული და ჰიდროენერგიის წყაროებიდან იღებს და წამში 500 პეტაჰაშის ოდენობის კომპიუტერულ ენერგიას ფლობს.

„კრიპტოვალუტის მაინინგის ბიზნესი გამოიყენებს არსებულ ტექნოლოგიას, რათა მოიპოვოს ჟეტონები ჩრდილოეთ ევროპაში განთავსებული მაინინგის ცენტრებიდან. GMO ინტერნეტი ნელ-ნელა გაზრდის ოპერაციის ზომებს ბიზნესის განვითარებისთვის“ - განაცხადა კომპანიამ.


(წყარო: cryptoninjas.net)


ფირმა ასევე აპირებს, სამომავლოდ ქლაუდ მაინინგს მიჰყოს ხელი. მომხმარებლებს არა მარტო ჰაშ ენერგიას მიჰყიდის, არამედ, როდესაც მაინერი ახალ ბლოკს დაამატებს ბლოკჩეინს, ჯილდოსაც მიიღებს ახალი ჟეტონების სახით.

საინტერესოა, რომ GMO-ს მაინინგ დაწესებულება აქაც არ აპირებს გაჩერებას. ჯერ კიდევ უცნობ პარტნიორებთან ერთად, ის აპირებს, რომ ახალი ჩიპები დაამონტაჟოს თავის მაინერებში. ჩიპები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

კომპანია წინსვლას მაინინგის მოწყობილობების გაყიდვით აპირებს. ამ გზით ის საჭირო რესურსებს მოიპოვებს. კომპანიის თქმით:

„მას შემდეგ, რაც კომპანია ოპერირების გარკვეულ გამოცდილებას მიიღებს, ის ქლაუდ მაინინგის სერვისს შესთავაზებს მომხმარებლებს და, ამასთანავე, ივაჭრებს მომავალი გენერაციის მაინერებით, რომლებიც აღჭურვილი იქნება ახალი ჩიპებით.“

bottom of page