Bitcoin-ის ელვისებური ტრანზაქციები
მიუხედავად ბიტკოინის ასეთი პოპულარობისა ფინანსურ სამყაროში, ტრანზაქციის მზარდი ფასები და გადატვირთული ქსელი ნელ-ნელა დიდ პრობლემად იქცევა. კარგი ამბავი ისაა, რომ მთელს მსოფლიოში დეველოპერების ჯგუფები მუშაობენ ამ საკითხის მოგვარებაზე. ამ ბლოგში მოყვანილ ტექნოლოგიას, რომელიც ააჩქარებს ბიტკოინის ტრანზაქციებს, ეწოდება ‘’ელვისებური ქსელი’’ (Lightning Network). LN იმპლემენტაცია, როგორც ექსპერტები ამბობენ, ტრანზაქციის პერიოდს წამებამდე დაიყვანს. ბიტკოინის ტრანზაქციის საკომისიოები 2017 წლის დასაწყისში იყო 0.69 ცენტი, წერის მომენტში კი 30 აშშ დოლარს შეადგენს.
(წყარო:altcointoday.com)
ამასთან, ტრანზაქციები ხშირად იჭედება, რადგან საგრძნობლად გაზრდილია მოთხოვნა. ყველა ტრანზაქცია ბლოკში შესვლას ვერ ასწრებს დროულად, რასაც bitpay ასე ხსნის: ‘’ბლოკის ზომა არის ლიმიტირებული, ეს კი ნიშნავს იმას, რომ რომელი ბლოკიც გადააჭარბებს მოცულობის ლიმიტებს, მინერების მიერ ის იჭედება რიგში. ამ დაუდასტურებელი ტრანზაქციების ერთობლიობას ეწოდება მემპული (Mempool)’’.
ბიტკოინის ელვისებური ტრანზაქციები არის დეცენტრალიზებული სისტემა, სადაც მომხმარებლები ერთმანეთში ახორციელებენ მიკროტრანზაქციებს ბლოკჩეინის გარეთ. ეს პროცესი ვითარდება ბიტკოინის ბლოკჩეინის გარე არხით, მაგრამ დასრულებისთანავე ტრანზაქციები გადაეცემა მთელს ბიტკოინის ქსელს, როგორც ერთი ტრანზაქცია. არხში რაც არ უნდა ბევრი იყოს ორ მომხმარებელს შორის მიკროტრანზაქციები, ბლოკჩეინის მაინც მხოლოდ ორჯერ გამოიყენება - არხის გახსნისას და დახურვისას. ლოგიკურია, ასეთი სისტემა საგრძნობლად შეამცირებს ტრანზაქციის დროს.
(წყარო: bitinfocharts.com)
ამ დროისთვის 3 დამოუკიდებელი ჯგუფი ცდილობს ამ სისტემის იმპლემენტაციას: ACIQN, Blockstream და lightning labs. 2017 წლის დასაწყისში გამოაცხადეს, რომ ბიტკოინის მთავარ ქსელზე ტესტირებები დასრულდა.
ახლა კი, „ელვისებური ტრანზაქციების“ პოტენციური მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწვდის მიზნით მუშაობს ვებ გვერდი htlc, რომელიც საშუალებას იძლევა, თქვენც დატესტოთ TESTNET BITCOIN ტრანზაქცია ელვისებური ტექნოლოოგიით.