რჩევები ICO-ში ინვესტირებისათვის
ბლოკჩეინ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სასწაული სისწრაფით მზარდი მიმართულებაა - ICO (პირველადი ჟეტონების შემოთავაზება / initial coin offering). ამ დროს შემქმნელები სთავაზობენ ინვესტორებს ახალი კრიპტოვალუტების გარკვეულ ნაწილს ისეთი ვალუტების სანაცვლოდ, როგორიცაა, მაგალითად, ბიტკოინი ან ეთერიუმი, მიღებულ თანხას კი იყენებენ საკუთარი პროექტის განხორციელებისათვის. უფრო ვრცლად, ინფორმაცია ICO-ს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს ბლოგში - რა არის ICO?
გთავაზობთ, წარმატებული ICO ინვესტორის - ალბერტ მერფის 7 რეკომენდაციას, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ინვესტიციის გაკეთებამდე.
1. შეარჩიე ICO რომელსაც უმეტესწილად მცირე ზომის ინვესტორები აფინანსებენ
ეს მნიშვნელოვანია, რადგან თუ რომელიმე ინვესტორი ყიდულობს ძალიან დიდი მოცულობის მონეტებს, როგორც წესი ისინი იღებენ ფასდაკლებას და თქვენზე 30-50%-ით იაფად იღებენ მონეტებს. შესაბამისად, ფასი რომელიც მათთვის შეიძლება მომგებიანი იყოს თქვენთვის წამგებიანია.
მაგალითად თუ თქვენ ერთ მონეტას ყიდულობთ 100$-ად (თქვენი ინვესტიცია 3,000 $-ია), ხოლო მსხვილი ინვესტორი 50$-ად (მან იყიდა 2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტები), მას აწყობს მონეტები გაყიდოს 70$-ად, რაც თქვენთვის წამგებიანია. დიდი რაოდენობით მონეტების მიწოდებით, ბაზარზე შემცირდება ფასა და დიდი შანსია თქვენი ინვესტიცია ვეღარ ამოიღოთ.
2. აარჩიე სწორი ზომის ICO.
სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ უსაფრთხო ICO-ების მოცულობა 2-დან 10 მილიონ დოლარამდე ვარირებს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ პირველადი ჟეტონების შეთავაზების მთავარი მიზანია იმდენი რესურსის მოზიდვა, რაც საკმარისია პროექტის რეალიზებისათვის; თუ დამფუძნებლები გეგმის შესრულებამდე, მაგალითად, 200 მილიონ დოლარს მოიზიდავენ, სავარაუდოა, რომ გაგრძელების მოტივაციასაც დაკარგავენ. ამხელა თანხას მარტივად შეუძლია, ზემოქმედება იქონიოს მათ სამომავლო გეგმებზე.
3.მოიძიე ინფორმაცია გუნდის წევრებზე
დარწმუნდი, რომ ისინი, ვისაც შენს ფულს ანდობ, წარმატებულები არიან. შეამოწმე, აქვთ თუ არა მათ უკვე წარმატებულად შესრულებული ბიზნეს გეგმები. წარმატებული ICO-თვის აუცილებელია, რომ დამფუძნებლები ორიენტირებული იყვნენ საქმეზე და არა - ფულზე.
4. თავი აარიდე გრძელვადიანი „ბნელი პერიოდის“ მქონე ICO-ებს
ICO-ს მთავარი მიზანია ისეთი ჟეტონები შემოგვთავაზოს, რომლებიც გამოყენებადი და საინტერესო იქნება ბლოკჩეინისთვის. თუ ინვესტორს არ შეუძლია მისი გაყიდვაში შემოსვლისთანავე მოხმარება, მაშინ ეს ICO არც თუ ისე წარმატებულია. მომხმარებელი უნდა ხედავდეს პროექტის გამოყენების შესაძლებლობებს ICO-ს დასაწყისიდანვე.
5.დარწმუნდი, რომ ICO-ს აქვს მისაღები დასასრულის დრო
ხშირად, პროექტის დამფუძნებლები ვადაზე გვიან წყვეტენ პირველადი ჟეტონების შეთავაზებას. გასათალისწინებელია, რომ ეს ყოველთვის ცუდი არ არის, რადგან ჭკვიანი დამფუძნებლები გრძელვადიან პროექტებს კარგად მართავენ.
ამის გამო, აუცილებელია, რომ ICO-ის შემდეგ განადგურდეს ყველა გაუყიდველი მონეტა. ეს უზრუნველყოფს ფასის სტაბილურობას.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ვალუტაზე სამომავლო შეთავაზებები არ დაწესდეს. ჟეტონების მცირე რაოდენობა, მოთხოვნის გაზრდის დროს, ღირებულების ზრდასაც იწვევს.
6. დარწმუნდი, რომ პროექტი მართლაც მნიშვნელოვანია ბლოკჩეინისთვის
ხშირად, ადამიანები მხოლოდ იმიტომ იწყებენ ICO-ს, რომ უბრალოდ ფული იშოვონ. ასეთი შემქმნელებისგან თავის დასაცავად, მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ შემოთავაზებული ICO მართლაც ემსახურება ბლოკჩეინის გაუმჯობესებას. აუცილებელია, რომ ის ისეთ რამეს გვთავაზობდეს, რაც ჯერ არ არსებობს ბაზარზე და ის მართლაც გამოყენებადია.
7.დარწმუნდი, რომ დამფუძნებლები შემოდიან საზოგადოებასთან კონტაქტში
საბოლოოდ, საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ დამფუძნებლები ხელმისაწვდომები იყვნენ ინვესტორებისთვის. თუ ინვესტორებს მათთან კონტაქტში შესვლა მარტივად შეუძლიათ, მოტყუების რისკი ბევრად მცირდება. ამასთან, ამ გზით შეგიძლიათ, დარწმუნდეთ იმაში, რომ გუნდის წევრები ზრუნავენ მათ მიერ შექმნილი მონეტების ღირებულების ზრდაზე და ნაკლებად აღელვებთ მიღებული ეთერი, ანუ ისინი მართლაც ემსახურებიან პროექტის გეგმას.
ICO-ში დაბანდების საუკეთესო მომენტია ICO-ს შემდეგ, მონეტების გაყიდვაში შემოსვლისას. ამ გზით განულებულია იმის რისკი, რომ ვალუტა საერთოდ არ გამოჩნდეს ბაზარზე და უფრო მარტივია ICO-ს შეფასება.
წყარო: albertmurphy.com