top of page

Ebay ბიტკოინის ინტეგრაციას სერიოზულად ფიქრობს

Ebay, 39 მილიარდიანი ციფრული სავაჭრო პლატფორმა, სერიოზულად ფიქრობს ბიტკოინის ინტეგრაციას თავისი გადახდების სისტემაში. Yahoo finance-თან ინტერვიუში, Ebay-ის ამერიკის ვიცე პრესზიდენტმა განაცხადა, რომ ისინი ოპტიმისტურად არიან ბიტკოინის მიმართ განწყობილი.

ბოლო 12 თვის განმავლობაში, Overstock-ის აქციების ფასი 130 პროცენტით გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო ბოლო ხანებში ამ უკანასკნელის მიერ ბიტკოინის და ბლოკჩეინის პარტნიორობებში ჩართულობით.

(წყარო:cryptocoinsnews.com)

ასევე, იაპონიაში ინტერნეტის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის GMO-ს აქციების ფასებიც სწრაფად გაიზარდა მას შემდეგ, რაც გამოაცხადეს, რომ ბიტკოინის მაინინგის ბიზნესს იწყებდნენ. მათ ასევე დააანონსეს, რომ მათი მაინინგის ტექნიკა იქნება მოწინავე წამში 500 პეტაჰაში სიმძლავრით.

დღითიდღე უფრო და უფრო რთულდება დიდი ორგანიზაციებისთვის და ფინანსური სერვის კომპანიებისთვის ბიტკოინის უგულებელყოფა. მომხმარებლების რაოდენობაც და ბაზრის კაპიტალიზაციაც საგრძნობლადაა გაზრდილი - ის 500 მილიარდს გადასცდა. დიდი ბანკებმა, როგორიცაა, მაგალითად, Goldma Sacs, დაიწყეს კრიპტოვალუტების აღიარება, მათ კლიენტების მოთხოვნის საფუძველზე შეუძლიათ ივაჭრონ ბიტკოინის ფიუჩერსებით ბაზრებზე. Ebay-ის ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ისინი არ არიან ბოლომდე მზად ბიტკოინის ინტეგრაციისთვის, მაგრამ აუცილებლად მოემზადებიან ამისთვის.

Bitcoinfees.com-ის მიხედვით, ტრანზაქციის საკომისიოს დამთვლელ(პროგნოზირებულ) ხელსაწყო earn.com-ზე, ყველაზე სწრაფი და ჩქარი ტრანზაქცია ამჯერად 360 სატოშის შეადგენს ყოველ ბაიტზე, ან დაახლოებით 13 აშშ დოლარს ტრანზაქციაზე. Ebay-ზე, ლოგიკურია, რომ მომხმარებლები ყოველ ჯერზე ვერ შეამოწმებენ ტრანზაქციის ოპტიმალურ საკომისიოს, რათა Ebay-ის გამყიდველებს გადაუხადონ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მასშტაბურობის პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია; მაღალი საკომისიოებით კი მომხმარებლებს, ჯერჯერობით, არ მოუნდებათ პროდუქციის ყიდვა ბიტკოინებით.

აღსანიშნავია, რომ თამაშების პლატფორმა STEAM-მ სულ ახლახანს გააუქმა ბიტკოინებით გადახდები კლიენტების უკმაყოფილების გამო, რაც სწორედ მაღალმა საკომისიოებმა გამოიწვია.

(წყარო:steampowered.com)

ბიტკოინის ბლოკჩეინის მიმდინარე მდგომარეობა ჯერჯერობით არ იძლევა მისი დანერგვის საშუალებას დიდი ონლაინ გაყიდვების საიტებისთვის, მაგრამ როგორც კი მოგვარდება მასშტაბურობის და საკომისიოების პრობლემა, რასაც LIGHTNING NETWORK ნაწილობრივ აგვარებს, მაშინვე იქნება მზაობა ამ ახალი სისტემის დანერგვისთვის. ამას კი დასჭირდება SEGWIT-ის აქტივაცია, რასაც ჯერჯერობით 10%-იანი მხარდაჭერა აქვს. 2018 წლის დასაწყისში ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Coinbase და Blockchain.info, აპირებენ სეგვიტის ინტეგრაციას. ეს ორი კომპანია გლობალური მოწინავეა ბიტკოინის საფულეების პლატფორმებში.

bottom of page